კაზინოების ქალაქგარეთ გადატანით, რათქმაუნდა სრულად ვერ აღმოვფხვრით მიდრეკილებას აზარტული თამაშებისადმი, თუმცა: 1. განვითარდება ერთერთი ან რამდენიმე ნაკლებად განვითარებული რეგიონი. 2. ადამიანები მცირე შემოსავლებით ვერ შეძლებენ კონკრეტულ რეგიონში სათამაშოდ წასვლას, რითაც დაიცავთ ბევრ მშიერ ოჯახს კვებისთვის განკუთვნილი თანხის წაგებისგან. 3. მნიშვნელოვნად შემცირდება არასრულწლოვნების მიდრეკილება აზარტული თამაშებისკენ. 4. სტუდენტებს და მათ ოჯახებს დაიცავთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან. 5. ოჯახების უმრავლესობას ექნება სიმშვიდის განცდა რომ მისი შვილი თუ მეუღლე არ იმყოფება ასეთ დაწესებულებაში. 6. შემცირდება ონლაინ სესხების და ლომბარდების საჭიროება. 7. დაიცავთ ქალაქს პოტენციური დანაშაულისგან. P.S. არსებობს ონლაინ კაზინოები და რათქმაუნდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისით სარგებლობა, თუმცა ისეთი სერვისების არსებობის შემთხვევაში როგორიცაა, პირადობის მოწმობით იდენთიფიკაცია და არსებული ანგარიშის გაუქმება პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელს შეუწყობს ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემების მოგვარებას.