ichange.gov.ge პორტალის დახმარებით ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს ან / და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლიათ პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილონ იმ საკითხ(ებ)ზე რომელიც მათ მიაჩნიათ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ვალდებულია განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება ან გასცეს ოფიციალური პასუხი.
ichange.gov.ge არის საქართველოს მთავრობის პროექტი რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას.
იხილეთ საქართველოს მთავრობის დადგენილების სრული ტექსტი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3672138?publication=0
ichange.gov.ge - ზე რეგისტრაცია შესაძლებელია მომხმარებლის სახელით და პაროლით - მომხმარებელი ავსებს ელექტრონულ ფორმას, სადაც უთითებს თავის პირად ინფორმაციას, მომხმარებლის სახელს და პაროლს, რომელსაც მომავალში გამოიყენებს სისტემაში შესასვლელად.
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს უკვე აქვს აქტიური ანგარიში სახელმწიფო ელექტრონულ სისტემაში (RS.ge / my.gov.ge ), მას შეუძლია არსებული ანგარიშის მონაცემებით, დამატებითი რეგისტრაციის პროცედურის გარეშე შევიდეს ichange.gov.ge - ზე.
ავტორიზაციის შემდეგ, მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „ახალი პეტიციის დამატება“.
პეტიცია გამოქვეყნდება იმ შემთხვევაში, როდესაც ის გაივლის მოდერაციას, არა უგვიანეს პეტიციის შემოტანიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
თუ პეტიცია შეიცავს რომელიმეს ქვემოთჩამოთვლილი პუნქტებიდან, იგი ვერ გაივლის მოდერაციას და არ გამოჩნდება ichange.gov.ge - ზე.
პეტიციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, პეტიციამ უნდა დააგროვოს 10000 ხელმოწერა, ამის შემდეგ პეტიციას განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისია, ამავე კომისიის ინიციატივით შესაძლებელია ზოგიერთი პეტიციის განხილვა საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
თუ პეტიციამ ვერ დააგროვა 10000 ხელმოწერა გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, იგი ჩაითვლება ვადაგასულად, გადავა არქივში და მისი განხილვა არ მოხდება.
მომხმარებელს შეუძლია თავიდან გამოაქვეყნოს პეტიცია ვადის გასვლის შემდეგ.
ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური პასუხი უნდა მომზადდეს და გამოქვეყნდეს ichange.gov.ge პორტალზე10000 ხელმოწერის შეგროვებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული თვის ვადაში.