მისი შექმნის ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის N557 დადგენილებით იქნა დამტკიცებული. ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა.
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფუნდამენტური პრინციპები − მთავრობათა ღიაობა, გამჭვირვალობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა − საქართველოს მთავრობის სტრატეგიული მნიშვნელობის ღირებულებებია. მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით, გამჭვირვალობითა და ანგარიშვალდებულებით, საქართველო მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას, მოქალაქეთა გაძლიერებას და მთავრობის ეფექტიანობის უზრუნველყოფას. ichange.gov.ge პეტიციების პლატფორმის მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების გაადვილება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას აღნიშნული ვალდებულების შესრულებაში პარტნიორობას უწევდა საქართველოს იუსტიციის სამინსიტრო სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI).