2017 წელს საქართველოს მასშტაბით 55 ტყის ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც 1 300-მდე ჰექტარი ტყე დაიწვა. აქედან მარტო ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს 943 ჰექტარი ტყე შეეწირა. სამწუხაროდ, ტყის მასშტაბურ ხანძრებს ადგილი ჰქონდა წინა წლებშიც. ამ მასშტაბის ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის მთავარი მიზეზი სათანადო სამაშველო ტექნიკის ნაკლებობაა, განსაკუთრებით კი - სახანძრო შვეულმფრენების არქონა. აუცილებელია, სახელმწიფოს საავიაციო პარკში ჰყავდეს სახანძრო-სამაშველო შვეულმფრენები, რათა მიუვალ ადგილებში ხანძრები დროულად ჩაქრეს და მხოლოდ მეზობელი ქვეყნების იმედზე არ ვიყოთ. ამ პეტიციის ხელმომწერნი საქართველოს მთავრობას მივმართავთ თხოვნით, შეიძინოს სახანძრო შვეულმფრენები.