ამ პეტიციით გვსურს სახელმწიფოს დავანახოთ საჭიროება იზრუნოს არაჯანსაღი საკვების რეკლამირების გაკონტროლებაზე დროსა და სივრცეში იმგვარად, რომ არ იყოს ბავშვებზე გამიზნული. ისევე, როგორც კონტროლდება ალკოჰოლის და სიგარეტის რეკლამა - ტელევიზიით 21.00 საათამდე და საზოგადო ადგილებში არ იყოს არაჯანსაღი საკვების რეკლამები. დღესდღეისობით არანაირი საშუალება არ არის ავარიდოთ ბავშვებს არაჯანსაღი საკვების რეკლამების ყურება, გარდა იმისა, რომ ხელი ავაფაროთ თვალებზე. კამპანიის შინაარსიც აქედან მოდის. დროა ბავშვების ჯანმრთელობა უპირველეს მიზნად დავისახოთ. გააკონტროლოს მთავრობამ ტელევიზიით რეკლამები, რას ხედავენ ბავშვები ონლაინ, ქუჩაში თუ ტრანსპორტში. თითოეულის აქტიურობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია, ერთად ჩვენ შევცვლით გარემოს. გადაიღეთ ფოტო თვალებზე ხელაფარებული და გააზიარეთ #AdEnough (ბრიტანეთისთვის) და #კმარარეკლამა (საქართველოსთვის). დააფიქსირეთ თქვენი დამოკიდებულება, მოაწერეთ ხელი. წინასწარ დიდი მადლობა.