პეტიციები

გორში სტალინის გამზირს დაერქვას მშვიდობის გამზირი

სამწუხაროა,რომ დღემდე ქალაქი გორი სტალინის სახელთან ასოცირდება.ქალაქის შუაგულში სტალინის მუზეუმია განთავსებული,ხოლო მთავარი ქუჩა სტალინის გამზირის სახელითაა ცნობილი. დროა,ვაღიაროთ რომ სტალინი იყო დიქტატორი და მისი სახელი წარსულს ჩავაბაროთ.მჯერა,რომ დემოკრატიული სახელმწიფოს შესაქმენალად უნდა განვთავისუფლდეთ ე.წ "პოსტსაბჭოთა ქვეყნის" სტატუსისგან. 2008 წლის ომს შეეწირა არაერთი გმირი.ამიტომ გორის მთავარი გამზირის სახელწოდება უნდა შეიცვალოს და მას მშვიდობის გამზირი დაერქვას.მსოფლიოს ვუთხრათ,რომ საბჭოთა კავშირის კლანჭებს დიდი ხანია დავაღწიეთ თავი,რომ ჩვენ მზად ვართ ცვლილებებისა და განვითარებისთვის და აღარ გვსურს,ვიცხოვროთ სტალინის ჩრდილის ქვეშ.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 18 / 10000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 24 აპრილი 2018
ავტორი: ჟანა ოდიაშვილი