ამ შემთხვევაში მხოლოდ სათაურიც კი საკმარისი იქნებოდა, რადგანაც ეს ცნობილი პრობლემაა რომელიც რამდენჯერმე წამოიჭრა, მაგრამ უთუოდ... მოგვარებით იგი არავის მოუგვარებია. მარტივი იგნორი - თანამედროვეობის სენია. როგორც ვიცით, სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის კანონში წერია შემდეგი რამ: "18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი, ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას". ახალგაზრდა ვაჟების უმეტესობას, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყო, არ სურს მსგავსი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა. ეს არ ნიშნავს მათგან არაპატრიოტიზმის გამოვლინებას, არამედ, უბრალოდ, უმეტესობისთვის ეს დროის და რესურსების ფუჭი ხარჯვაა. ხალხი იმისათვის, რომ გაწვევას თავი აარიდოს მიმართავს ერთობ სასაცილო და ზოგჯერ არაჯანსაღ მეთოდებს. მაგალითად: ზოგი ვენებს ისერავს ხელებზე, რომ გიჟად ჩათვალონ და არ გაიწვიონ; ზოგი უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს სწავლას, მიუხედავად იმისა რომ არ სურს ეს; ზოგი კი ახლადშექმნილ ე. წ. რელიგიურ მიმდინარეობაში სასულიერი პირად რეგისტრირდება რითაც სამშობლოს, წინაპრებსა და ღმერთს შეურაცხყოფს. ამგვარი მეთოდი კიდევ ბევრია და მემგონი ადვილად წარმოსადგენიც კი. როგორც გაგვიგია: გაჭირვება დამანახე და გამოსავალს მარტივად ვიპოვიო. ასეთი ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ კანონი გასაუქმებელია ან რადიკალურად, ძირ-ფესვიანად შესაცვლელი. კანონი ხალხისთვისაა და არა პირიქით. ამ თემაზე ლაპარაკი კიდევ ბევრი შეიძლება, მაგრამ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის. ზემოთ თქმულის მსგავსად, მთავრობა უნდა მუშაობდეს ხალხისთვის და არა პირიქით. გადავხედოთ წარსულს, ისტორიას ან თუ გვეხამუშება, სხვა ქვეყნებს მაინც გავცქიროთ, რომლებისგანაც სხვადასხვა აბსურდული რამ გადმოვიღეთ, და ვნახოთ თუ როგორი წესები აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე: უმეტესობას არასავალდებულო აქვს და ქვეყანყები ამით არ დაქცეულან. დიდი მადლობა.