პეტიციები

ბინის ქირის პრობლემა

პირველესყოვლისა ვწუხვარ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო. მინდა შევეხო მეტად მნიშვნელოვან თემას, როგორიხაა სოც. დაუცველი ქირაში მყოფი ოჯახების (განსაკუთრებით მრავალშვილიანების) უმწვავეს და უდიდეს პრობლემას. მოგეხსენებათ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და საშუალო შემოსავალი. ოჯახებს რომელთაც ვერ "უსახსოვრეს" ბინა (მშობელმა), იძულებულნი არიან იცხოვრონ ქირაში, რადგან ბინის ფასი არაადეკვატურია დღევანდელ შემოსავალთან. მაგ. ოჯახი რომელთაც ყავთ მინიმუმ ერთი მცირეწლოვანი, ქირაში იხდიან მინიმუმ 350-400ლარს, ძირითადი შემომტანი არის ერთ - ერთი წევრი (მეორე დაკავებულია ბავშვის აღზრდით) რომლის ხელფასით იფარება მხოლოდ ქირა და საკვები. ამიტომ როგორც არუნდა ეცადნონ ვერაფრით შეაგროვებენ იმდენს, რომ თუნდაც 20წლის შემდეგ 1 ოთახიანი ბინა იყიდონ, (არარეალურია.) აქედან გამომდინარე ასეთი ოჯახები და განსაკუთრებით მრავალშვილიანები იმყოფებიან მუდმივ უიმედობასა და გაჭირვებაში. მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფომ შექმნას პროექტი, ბანკთან, სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობით დაიწყონ ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება. მაგ. ასე:ოჯახი გადაუხდის სამშენებლო კომპანიას ყოველთვიურად თანხას (რომელსაც იხდიდა ქირაში) ამას დამატებული სახელმწიფო სსუბსიდირებით და სამშენებლო კომპანიების დახმარებით(ვგულისხმობ დაბალ პროცენტს და რეალურად ხელმისაწვდომ განვადების პირობებს) მიიღებს ბინას საბოლოო შესყიდვის პირობით. ამით შემცირდება სიღარიბე და გაუმჯობესდება ზოგადი მდგომარეობა და პირობები ასეთი ოჯახების. ვაცნობიერებ ქვეყანაში არსებულ ეპიდ. და ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა ვიმედოვნებ რომ ადრე თუ გვიან სახელმწიფო დაიწყებს ფიქრს და ზრუნვას ზემოთხსენებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებისთვის.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 62 / 10000
კატეგორია:: სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 17 დეკემბერი 2020
ავტორი: ნათია ხითარიშვილი