პეტიციები

სასწავლო წელი დაიწყოს 1 სექტემბერს, სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს! 1. 2020-2021 სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დაიწყოს 2020 წლის 1 სექტემბერს; 2. თუ მოხდა კოვიდ ვირუსის გავრცელება, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებმა, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თავად მიიღონ გადაწყვეტილება რა ფორმით გააგრძელებენ სწავლას: ა) სრულად დისტანციურ რეჟიმში; ბ) შერეულ რეჟიმში: ნაწილი დისციპლინები დისტანციურად და ნაწილი ჩვეულებრივ. ამ გეგმის ეფექტურად განსახორციელებლად შესაძლებელია კლასების გაყოფა და მოსწავლეების დღეგამოშვებით დაბარება, სმენებში გადანაწილება და ა.შ. სკოლებს ინდივიდუალურად შეუძლიათ მათთვის კომფორტული სქემის შედგენა. გ) გააგრძელებენ სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით. ა(ა)იპ საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 113 / 10000
კატეგორია:: განათლება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 16 ივნისი 2020
ავტორი: ელზა ბადაშვილი