პეტიციები

გიდების მხარდაჭერა საგანგებო პერიოდში

მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში კოვიდ-19 შექმნილი საგანგებო ვითარებისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მკვეთრად მომატებულმა უმუშევრობამ განსაკუთრებით დააზარალა ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, მათ შორის გიდებიც. მოგმართავთ წინადადებებით, რათა დროულად მოხერხდეს მათი დახმარება შემდეგი სახით: 1. შეიქმნას დასაქმების ახალი ფორმი გიდებისთვის, ნებისმიერ სხვა სფეროში, რომელიც დღეს მუშაობს და გიდების დასაქმება მოხდეს კვალიფიკაციის შესაბამისად. 2. უშუალოდ ალტენრატიულ დასაქმებამდე, გიდებისათვის გამოყოფილ იქნას დახმარება, როგორც ფინანსური ასევე საკვები პროდუქტების სახით შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით. 3. თვითდასაქმებისათვის, შეიქმნას შესაბამისი პლატფორმა და ფონდი, რომელიც გიდებს საშუალებას მისცემს წარმოადგინონ ბიზნეს იდეები და მიიღონ დაფინანსება პროექტებზე, განსაკუთრებით ეკო-ტურიზმის განხრით, რამაც მდგომარეობის ნორმალიზების შემდგომ უნდა გააუმჯობესოს ქყვეყნის ტურისტული პოტენციალი, ხოლო სამომავლოდ კი შექმნას შემოსავლისა და დასაქმების ახალი წყაროები.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 83 / 10000
კატეგორია:: სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 13 აპრილი 2020
ავტორი: lela gogava