პეტიციები

კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიის სექტორებზე პანდემიის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება

მას შემდეგ რაც საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, პირველი კომერციული სუბიექტები რომლებმაც დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების შესახებ გამოაცხადეს თავიანთი ნება-სურვილით - გახლდათ ღამის კლუბები. ჯერ საგანგებო მდგომარეობისა და მოგვიანებით საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ კი, შემოქმედებით-კულტურილ სექტორში მოღვაწე ისეთ ადგილებსაც მოუწიათ ფუნქციონირების შეწყვეტა, როგორებიც არიან: ხმის ჩამწერი სტუდიები, ბარები, რესტორნები, ცოცხალი მუსიკის სივრცეები, ხელოვნების სკოლები თუ სხვა - რამაც ძალიან დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა ზემოთხსენებულ ყველა სუბიექტს. შემოსავლის წყაროების გარეშე დარჩა ასევე ამ სფეროში დასაქმებული ათასობით თანამშრომელი და ხელოვანი. დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ს და სხვა განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა - ათეულობით მილიარდი დოლარი გამოყვეს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის სექტორებში მოღვაწე სუბიექტების დასახმარებლად. პეტიციის ხელმომწერების მოთხოვნაა, განვითარებული ქვეყნების მაგალითების მიხედვით მოხდეს იმ ზარალის აღწერა და ანაზღაურება, რომელიც საქართველოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიადგათ - ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 67 / 10000
კატეგორია:: კულტურა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 13 აპრილი 2020
ავტორი: სოსო თედორაძე