საქართველოში ბოლო დადასტურებული ინფორმაციით ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) -ით დაინფიცირებულია 61 ადამიანი, სტაციონარში - 235, ხოლო კარანტინში 3,320 ადამიანი იმყოფება. პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად,საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მოგვეხსენება, რომ საგანგებო სიტუაციის გამოცხადება და შესაბამისად ყველა წესის დაცვით მოქმედება, ითვალისწინებს უამრავ შეზღუდვას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქამდე დასაქმებული ადამიანები, ყველაზე კარგ შემთხვევაში გადადიან დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე, თუმცა უმეტესობა ანაზღაურების გარეშე წყვეტს საქმიანობას, სადაც უამრავი ყოველდღიური პრობლემა იჩენს თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ქვეყნის განვითარება დგას, განათლებაა. თუმცა განათლების მიღებაც დაკავშირებულია ფინანსურ მდგომარეობასთან. უნივერსიტეტები გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე, მაგრამ გადასახდზე დაწესდა მხოლოდ მინიმალური შეღავათები, როგორიცაა ჯარიმების გაუქმება და უკვე არსებული დავალიანების სასურველი გრაფიკით გადაანაწილება მიმდინარე სემესტრზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უნივერისტეტების შენობები დაკეტილია და ის თანხა, რაც ხმარდებოდა კომუნალურ გადასახადებს, ინტერნეტს, მომსახურე პერსონალს და ა.შ., აღარ დგას ამის საჭიროება. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის დისკომფორტი, რაც გამოწვეულია სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლით, სტუდენტების ნახევარს არ აქვს შესაბამისი მოწყობილობა (კომპიუტერი, ლეპტოპი, პლანშეტი) რაც უზრნველყოფს მის აქტიურ ჩართულობას, ეს კი სტუდენტისთვის უხარისხო სწავლებასთან ასოცირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საგნის დარჩენა და შემდეგ ფიქრი სწავლის საფასურის გადახდაზე. გასაგებია, რომ ექსტრემალური სიტუაცია შეეხო როგორც ლექტორებს, ისე სტუდენტებს. მათ არ აქვთ უშუალო შეხება ერთმანეთთან, და ნახევარ საათიანი ლექციები ვერ უზრუნველყოფს ღრმა, საფუძვლიან ცოდნას. სტუდენტები პატარ-პატარა ხარვეზების გამო შეიძლება ვერ ჩაერთონ ონლაინ ლექციებში, იყვნენ სრულ გაურკვევლობაში, ეს კი უფრო მძიმეა მათთვის ვინც რეგიონებში არიან და იქ ინტერნეტ მომსახურება საკმაოდ შეზღუდულია. აღსანიშნავია ხელისუფლების დროული და ეფექტური მოქმედება აღნიშნული მდგომარეობის შესამსუბუქებლად, და ყოველივე ამის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო სასწავლებლებში ცვლილებები უნდა შეეხოს სწავლის საფასურს, და უნდა იყოს დღევანდელი რთული მდგომარეობის შესაბამისი.