უსახლკაროთა თავშესაფარი ჩვენ სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს მივმართავთ პეტიციით, რომ საქართველოში არსებული ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ,,უსახლკარობა" ჰქვია, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს და აღმოიფხვრას. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ეს პრობლემა ასე მარტივად არ მოგვარდება და უსახლკაროთა რიცხვი, სავარაუდოდ, დროდადრო კიდევ განაგრძობს ზრდას, სანამ არ მოგვარდება ეს პრობლემა, გთავაზობთ ალტერნატიულ გზას ამ ადამიანთა დასახმარებლად, რომ მომავლისთვის აღარ იყოს უსახლკაროების მაღალი რიცხვი. ჩვენ მოვითხოვთ, ჩვენი ქვეყნის რეგიონების რაიონულ ცენტრებში, ანუ რაიონების მთავარ ქალაქებში და ასევე თბილისშიც აშენდეს ახალი შენობები მათთვის ან რესტავრაცია ჩაუტარდეს ისეთ შენობებს, რომლებიც ამჟამად უფუნქციოა და მოქმედი არ არის. ამის შედეგად ამ ადამიანებს საშუალება ექნებათ იცხოვრონ ახალაშენებულ ან რესტავრირებულ, საცხოვრებლად ვარგის შენობებში და აღარ მოუწევთ ყოველ ღამე ქუჩაში, სიცივეში ღამის გათენება. მინდა შეგახსენოთ, რომ ისინი არიან ქუჩაში ცხოვრებით დაღლილი და ცხოვრებაზე გულაცრუებული ადამიანები და ხშირ შემთხვევაში უმეტესობა თავის დარდის დავიწყებას ალკოჰოლური თრობის წყალობით ცდილობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ამ ადამიანთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად გთავაზობთ, შეუქმნათ მათ საცხოვრებელი პირობები თავშესაფრის სახით, რაც ჩემი აზრით მათთვის იმედის მომცემიც კი იქნება და გთავაზობთ ერთად დავუბრუნოთ მათ სიცოცხლის ხალისი და მივცეთ სტიმული ცხოვრების გაგრძელების.