პეტიციები

შეიქმნას გამოყოფილი ადგილები მწეველთათვის ღია და დახურულ სივრცეებში

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 1 მაისს არღვევს როგორც მწეველთა, ასევე ბარების, კლუბების, რესტორნების და სხვა დაწესებულებათა მფლობელების უფლებებს. თამბაქოს მომხმარებლებს აეკრძალათ მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დაწესებულებებში, კორპუსების შესასვლელებში, გასართობი დაწესებულებების მფლობელებს კი წაართვეს არჩევანის უფლება, რის გამოც ისინი ფინანსურ ზარალს განიცდიან და ეს ფაქტია. კანონის მიღებამდე ილახებოდა არამწეველთა უფლებები, თუმცა კანონის ძალაში შესვლის შემდეგ უკვე ილახება მეორე, თამბაქოს მომხმარებელთა უფლებები. ჩვენ გვინდა გაჩნდეს კომპრომისი, რაც ითვალისწინებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს თამბაქოს მომხმარებლებისთვის ღია და დახურულ სივრცეებში, რომელიც იქნება იზოლირებული არამწეველთაგან და არ დააზიანებს მათ ჯანმრთელობას. გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას რაღა აღდგეს სამართლიანობა და ორივე მხარე დარჩეს კმაყოფილი.

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 16 / 10000
კატეგორია:: სოციალური საკითხები,
ვადა: 19 დღე
შექმნის თარიღი: 14 მაისი 2018
ავტორი: ქეთევანი ზაუტაშვილი