პეტიციები

რეგულაციები აზარტული თამაშების ბიზნესში

1. გაიზარდოს კაზინო-სამორინეებსა და აზარტული ონლაინ სივრცელში რეგისტრაციის მსურველთა ასაკობრივი მაჩვენებელი მოგეხსენებათ, დღევანდელი კანონმდებლობით, თამაშის მსურველთა ასაკი განსაზღვრულია 21 წლის ასაკიდან, რაც ვფიქრობ, არასაკმარისია და მისი მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს მინიმუმ 24 წლის მაჩვენებლამდე.აღნიშნული ცვლილებით ჩვენ შევძლებთ ნაწილობრივ დავიცვათ, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე ის დიდი მასა ახალგაზრდებისა რასაც სტუდენტობა ჰქვია. დღეს, ახალგაზრდების დიდი ნაწილი სტუდენტობის პერიოდს სწორედ 17-დან 25 წალამდე ასაკში გადის. ამ ასაკში მათი ამბიციურობა და გონებრივი შესაძლებლობები მაღალ საფეხურზე დგას. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მათ შეიძლება გაუჩნდეთ სწრაფად გამდიდრების სურვილი თამაშის მეშვეობით და ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება. სტუდენტების უმრავლესობა დარეგისტრირებული და ჩაბმულია აზარტული თამაშებში, რაც იწვევს მათი ფსიქოლოგიური და გინებრივი შესაძლებლობების დაკნინებას და ხშირ შემთხვევაში მოშლასაც კი. იმის მაგივრად რომ სტუდენტმა იფიქროს ლექციებზე, საშინაო დავალებასა თუ ზოგადად გონებრივ და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაზე, იგი ფიქრობს იმაზე თუ სად იშოვოს ფული თამაშისთვის. ამ რეგულაციით ჩვენ შევძლებთ გადავარჩინოთ თაობები. 2. აიკრძალოს, ან მკაცრად შეიზღუდოს აზარტული თამაშების პროპაგანდა დღეის მდგომარეობით, რეალური მაჩვენებლიდან გამომდინარე საქართველოში მიმდინარეობს აზარტული თამაშების აღვირახსნილი პროპაგანდა. მისი რეკლამირება ხდება როგორც ქუჩებში არსებული ბილბორდებით, ასევე მედიის სხვადასხვა საშუალებებით, ინტერნეტით და ა.შ. გასათვალისწინებელია რომ მედიაში სხვადასხვა სახის რეკლამას თუ გათამაშებას არ ახლავს ასაკობრივი შეზღუდვის მაჩვენებელი. აქვე საგანგაშოა ახლახანს დამკვიდრებული ონლაინ სტრიმები, რომლის წამყვანებიც პირდაპირ ახდენენ მათი მომხმარებლის ზომბირებას და ითრევენ თამაშში. ისინი მათი არხის გამოწერის, ლინკის გაზიარების და ყურების სანაცვლოდ გვთავაზობენ ფულს, ანუ ბალანსის შევსებას აზარტული თამაშების ონლაინ სივრცეში, რაც საკმაოდ მაცდურია ახალგაზრდებისთვის. "იუთუბი"-ზე სადაც ამ სტრიმების ვიდეოების ბუმია, კი აქვთ ასაკობრივი შეზღუდვის ნიშანი, მაგრამ კონტროლი შეუძლებელია. შესაბამისად შესაძლოა ჩვენმა არასრულწლოვანმა შვილებმა შემთხვევით ნახონ ვიდეო და ტვინი დაიბინძურონ აღნიშნული ინფორმაციით. ან სულაც დაინტერესდნენ, რაც საგანგაშოა. რეკლამები შესაძლებელია განთავსდეს თავად კაზინო-სამორინეების ტერიტორიაზე, ქალაქის შემოსასვლელებსა და აეროპორტებში.გათამაშებების ეთერით ჩვენება სრულიად დაუშვებელია, იგი უნდა ხდებოდეს თავად სამორინეებში. აღნიშნული პრაქტიკა დანერგილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. 3. აზარტული თამაშების ონლაინ სივრცის გაუქმება ან მკაცრად გაკონტროლება აზარტული თამაშების ვებ-გვერდზე რეგისტრაცია ყველასთვის შესაძლებელია, მათ შორის არასრულწლოვნებისთვისაც. მოგეხსენებათ, ონლაინ სივრცეში თამაშის დასაწყებად საჭიროა ვერიფიკაციის გავლა, რაც წესით არასრულწლოვნებს უნდა უზღუდავდეს მის გამოყენებას, მაგრამ როგორც გაირკვა ეს ასე არ არის. ვერიფიკაციის გავლის გარეშეც თუ მონიშნავ უჯრას, რომ "შემოსრულდა 18 წელი" - აქაც დარღვევაა რადგან უნდა იყოს განსაზღვრული 21 წელი, თქვენ მოგენიჭებათ კოდი, სადაც თანხის შეტანას შეძლებთ და მოგეცემათ თამაშის უფლება. როგორც ჩანს სისტემა დარღვევით მუშაობს რაც გამოსასწორებელია. უნდა ხდებოდეს მსგავსი ფაქტის მკაცრად კონტროლი და იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანი შეეცდება რეგისტრაცია, უნდა მოხდეს მისი პირადობის იდენთიფიკაცია და მისი ან მისი მეურვეების დაჯარიმება ან შავ იაში მოხვედრა მაინც, რათა მან არ გაიმეოროს მსგავსი სისულელე. აქვე თუ არასრულწლოვანი მოახდენს დარეგისტრირებას უნდა მოხდეს კომპანიის სოლიდურად დაჯარიმება შესაბამისი სამსახურის მიერ. სასურველი იქნება შსს-ში შეიქმნას ზედამხედველობის სამსახური, რომელიც გადაამოწმებს და გამოავლენს არასრულწლოვნების სიას, რომლებიც მოხვდნენ აზარტული თამაშების ონლაინ სივრცეში. ვინაიდან არსებული კონტროლის მექანიზმების შემუშავება ძალიან რთული იქნება სახელმწიფოსთვის, სასურველი იქნება აზარტული თამაშების ონლაინ სივრცის სრულიად გაუქმება, რაც თავის მხრივ მოაგვარებს ზემოდჩამოთვლილ პრობლემებს, ასევე გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს. შემოსავლის გაზრდის მიზნით, აზარტული ბიზნესის წარმომადგენლები იძულებულები იქნებიან შექმნან ახალი ობიექტები, რაც ახალი სამუშო ადგილების შექმნის საუკეთესო პირობაა. ამასთან ობიექტებზე შესაძლებელი იქნება აბსოლუტური კონტროლი რომ შიგნით არ მოხვდეს არასრულწლოვანი. ასევე ობიექტებზე სასურველია განისაზღვროს ეტიკეტი და არ მოხდეს ყველას შეშვება ობიექტზე. მაგ: თუ პიროვნებას არ ექნება ხელზე 1000 ლარი ნაღდი ფული იგი არ დაიშვას თამაშზე. ეს საშუალებას მოგვცემს დავიცვათ ღარიბი მოსალეობა, რადგან თამაში ფუფუნების საგანია.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 14 / 10000
კატეგორია:: ეკონომიკა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 14 მაისი 2018
ავტორი: სოსო ქუმსიაშვილი