პეტიციები

საჯარო სამსახურში მიღების წესის დახვეწა

მიმაჩნია, რომ საჯარო სამსახურებში ვაკანტურ ადგილებზე პირის მიღების წესი საჭიროებს დახვეწას, რაც უნდა მოხდეს სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციით. კერძოდ, არის შემთხევები, როდესაც პირი გადის ტესტირების ეტაპებს, მიდის გასაუბრების ეტაპამდე, რომელსაც პრინციპში ობიექტური თვალსაზრისით ცუდად არ გადის, თუმცა ყველაფერი ამით მთავრდება, რაც უჩენს მას უიმედობის, კონკურსისადმი და ხშირ შემტხვევებში საჯარო დაწესებულებებისადმი უნდობლობის განცდას. ხოლო მის მიერ ტესტირების თუ სხვა წერითი გამოცდის გავლა (რომელსაც წინ უძღვის შესაბამისი მასალის გადამეორება და ხშირ შემთხვევაში დიდი შრომის დახარჯვა) ფუჭად დახარჯული დრო და ენერგია გამოდის. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ მთავრობის დადგენილება, რომელიც გამოიცემა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სწორედ ზემოაღნიშნულ კანონში ცვლილების/დამატების საფუძველზე უნდა მოხდეს. კერძოდ: საქართველოს კანონით საჯარო სამსახურის შესახებ უნდა დაევალოს შესაბამის საჯარო დაწესებულებას, რომელმაც კონკურსი გამოაცხადა, ყველა იმ პირს, რომელმაც გაიარა წერითი გამოცდის/ტესტირების თუ სხვა ეტაპი/ეტაპები, რომელიც/რომლებიც საჭიროებს სათანადო ცოდნის გამოვლენას, გადასცეს აღნიშნულ პირს ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რა ეტაპები და როგორი წარმატებით (რა ქულა მიიღო) გაიარა შესაბამისმა პირმა გასაუბრების ეტაპამდე მისვლამდე. ასევე აღნიშნულ ცნობაში შეძლებისდაგვარად უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, თუ რატომ არ მოხდა აღნიშნული პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა (დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმით აჯობა/აჯობეს მას ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნულმა (კონკურსის გამარჯვებულმა) პირმა/პირებმა. გარდა ამისა, კანონით უნდა დაევალოს საჯარო დაწესებულებას კონკურსანტთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს პირის მიერ წინა პერიოდში ამავე საჯარო დაწესებულებაში წარმატებით გავლილი კონკურსის ეტაპების რაოდენობა (გასაუბრების ეტაპამდე), რაც ზემოთ ხსენებული ცნობებით იქნება დადასტურებული.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 14 / 10000
კატეგორია:: ეკონომიკა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 16 ივლისი 2018
ავტორი: იასონი კანდელაკი