პეტიციები

შრომის ინსპექტორს მიეცეს უფლება დამსაქმებლის თანხმობის გარეშე განახორციელოს მონიტორინგი შრომითი კანონმდებლობის დარღვევებზე და შესაბამისი სახდელის დაკისრებაზე.

საქართველოს მთავრობის დადგენილება №603-ის ,,შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ მიხედვით, პროგრამის ამოცანებია ➡შრომის პირობების დარღვევის პრევენცია; ➡ გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და კონსულტირება; ➡ იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება; ➡შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა. ‼ სამწუხაროდ, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს შრომითი უფლებების დაცვას, ვინაიდან პროგრამას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი და მოითხოვს დამსაქმებლის თანხმობას შრომითი ინსპექტირების განხორციელებაზე. დამსაქმებლის ორგანიზაცია, რომელსაც შრომითი უფლებების კუთხით აქვს არღვევები, არასოდეს გამოთქვამს თანხმობას შრომით ინსპექტირებაზე. აღნიშნული აიხსნება მაგალითად, დამსაქმებლის ეკონომიკური ინტერესით დასაქმებულების ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთურ სამუშაოზე. შესაბამისად, დასაქმებული კვლავ რჩება შრომითი უფლებების უხეში დარღვევის, დისკრიმინაციის, მორალური და მატერიალური ზიანის მსხვერპლი. სახელმწიფოს კი, არ გააჩნია ეფექტური მექანიზმები დააბალანსოს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა. ცალსახაა, რომ მიუხედავად შრომითი პირობების უხეში დარღვევებისა, სახელმწიფო დამოკიდებულია დამსაქმებლის კეთილ ნებაზე, რაც საჭიროებს ქმედით და დროულ საკანონმდებლო ცვლილებებს. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის დადგენილება №603-ი ,,შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ არ ითვალისწინებს შრომითი ინსპექტორის იძულებით მექანიზმებს, რომლითაც შეეძლებოდა სამართალდაღვევათა კოდექსის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომებისთვის მიერმართა შრომის ინსპექტორს. სწორედ, რომ მოცემული პეტიცია ემსახურება შრომითი ინსპეტორების კომპეტენციების გაზრდას, რათა შრომითი კანონმდებლობის დარღვევის შემთხევაში უფლებამოსილმა პირმა მოახდინოს საქმის ადგილზე შესწავლა დამსაქმებლის თანხმობის გარეშე და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრება.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 22 / 10000
კატეგორია:: სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 04 მაისი 2018
ავტორი: მეგი ბაკურიძე