პეტიციები

დაწესდეს კანონით სავალდებულო მინიმალური ანაზღაურება საათობრივად ნებისმიერ სამუშაოზე ხოლო დამატებით სამუშაო საათებზე გაიზარდოს საათობრივი ანაზღაურება

დღესდღეისობით საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სამუშაო ადგილების არ არსებობა და ასევე მთლიანად შრომის ბაზარი რომელიც მოუწესრიგებელია კომპანიები არ იცავენ ადამიანთა უფლებებს მცირე გამონაკლისების გარდა და აიძულებენ მათ იმუშაონ დღის განმავლობასი 8 სააათზე მეტი და ამ ყვეალფერში სასაცილო ანაზღაურებას უხდიან . ფეხქვეშ თელავენ ადამიანის ძირითად უფელებებს და გათამამებულები არიან ქვეყანაში დამყარებული უკონტროლობით შრომის ბაზარზე. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს და დაწესდეს კანონით სავალდებულო მინიმალური ანაზღაურება საათობრივად ნებისმიერ სამუშაოზე ხოლო დამატებით სამუშაო საათებზე გაიზარდოს საათობრივი ანაზღაურება . ეს ყველაფერი გამოიწვევს შრომის ბაზრის ნაწილობრივ დალაგებას და ადამიანთა ამოყვანას ნელნელა იმ მძიმე სოციალური მდგომარეობიდან რომელშიც დღეს არიან. დროა თოთოეული ადამიანი დაფასებული იყოს შრომის ბაზარზე და არავის არ შეეძლოს უდიერად შეეეხოს მის უფლებებს.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 33 / 10000
კატეგორია:: ეკონომიკა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 24 აპრილი 2018
ავტორი: დემეტრე გაფრინდაშვილი