პეტიციები

გაუქმდეს სავალდებულო სამხდრო სამსახური

ამ და სხვა მიზეზების გამო უნდა გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური გაწვეულ კაცთა მხოლოდ მეოთხედი გადის რეალურ სამხედრო წვრთნას, ხოლო დანარჩენი ყარაულის ან/და დაცვის ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში; - ე.წ. „უფასო მუშა ხელი“; (აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამის გარდა სხვა არგუმენტი არ არის წარმოდგენილი); გაწვეულთა უმრავლესობა ტვირთად აწვება ოჯახს. ისინი 1 წლის განმავლობაში ვერ მუშაობენ, ვერ სწავლობენ, ვერ ეხმარებიან ოჯახს ფინანსურად, იძულებულები არიან სამსახურიდან წამოვიდნენ და ა.შ. ადამიანები კარგავენ დროს; სამხედრო სამსახურს ძირითადად გადიან ის ადამიანები რომლებიც ხელმომჭირნედ ცხოვრობენ და ვალდებულებას გვერდს ვერ უვლიან სხვადასხვა გზებით; წვევამდელთა ნაწილს საერთოდ არ მიუწევს გული სამხედრო სამსახურისკენ. მიუღებელია იძულება

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 18 / 10000
კატეგორია:: უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 07 მაისი 2018
ავტორი: ნუკრი ბეგლარაშვილი