ახმეტის რაიონში არის ილტოს ხეობა, რომელიც თავის მდებარეობით იმსახურებს, რომ მიენიჭოს მაღალმთიანის სტატუსი. ამ რეგიონიდან ყოველწლიურად იკლებს ახალგაზრდების რაოდენობა, არ ფუნქციონირებენ სკოლები, მხოლოდ ერთი სკოლა არის სოფელ ნადუქნარში, სადაც ძალიან ცოტა მოსწავლე დადის. თუ ამ ადგილს მიენიჭება მაღალმთიანის სტატუსი, მოსახლეობისათვის ამ სტატუსით მოსარგებლე ადგილისთვის არსებული შეღავათები მეტად იქნება საინტერესო და ახალაგზრდების მიგრაციაც შემცირდება. აღნიშნული რეგიონი არის ტურისტული თვალსაზრისითაც სტრატეგიული, შესაბამისად გთხოვთ ამ ადგილს მიანიჭოთ მაღალმთიანის სტატუსი.