საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული ანაზღაურების 12% საშემოსავლო გადასახადს, ნაცვლად ამჟამინდელი 20 %-ისა. დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსით გრანტი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, მიგვაჩნია რომ შესაბამისად გრანტის მიმღები და გრანტით გათვალისწინებული ვალდებულებების შემსრულებელი ფიზიკური პირების შემოსავალების საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს 12%-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს მთავრობას, რათა მოხდეს პეტიციის განხილვა და გადაწყვეტა.