საქართველოში ბევრი საერთაშორისო სტუდენტი ჩამოდის სასწავლებლად. ჩამოდიან როგორც მოკლე ისე ხანგრძლივი (12 თვე და მეტი) პერიოდით. უკვე საქართველოში ჩამოსულებს ხშირად ვიზასთან დაკავშრებული პრობლემები ექმნებათ უშუალოდ საზღვარზე. ხშირია შემთხვევები, რომ არდადეგებიდან უკან დაბრუნებულებს ისევ თავიდან უწევთ სავიზო პროცედურების გავლა. გაერთიანებული სამეფო უკვე დიდი ხანია იყენებს TIER 4 (GENERAL) STUDENT VISA სტუდენტურ ვიზას საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ვიზა გაიცემა ერთი და მეტი წლის ვადით და იძლევა გახანგრძლივების შესაძლებლობას. ვიზის მატარებლები სახელმწიფოსგან იღებენ ბიომეტრულ ბინადრობის მოწმობას (BRP). უშუალოდ უნივერსიტეტები სემესტრში ორჯერ ამოწმებენ TIER 4 (GENERAL) STUDENT VISA-ის მქონე სტუდენტებს. შემოწმებისას სტუდენტი ვალდებულია დათქმულ დროს გამოცხადდეს უნივერსიტეტში და წარუდგინოს თავისი პასპორტი და ბიომეტრული ბინადრობის უფლება. შემოწმების არა საპატიო გაცდენა შეიძლება გახდეს ვიზის შეჩერებისა და დეპორტაციის მიზეზი. TIER 4 (GENERAL) STUDENT VISA-ის მსგავსი სავიზო სისტემის დანერგვა საერთაშორისო სტუდენტებს გაუადვილებს სავიზო პროცედურების გავლას და დაიცავს მათ საზღვარზე შექმნილი გაუგებრობებისგან. შესაძალოა TIER 4 (GENERAL) STUDENT VISA ის ხანგრძლივობა იყო 1-დან 6 წლამდე. სამედიცინო მიმართულებით ჩამოსულ სტუდენტებს მინიმუმ 6 წელი სჭირდებათ სამედიცინო განათლების პირველი საფეხურის დასასრულებლად. მოქნილი სავიზო სისტემა მოიზიდავს უფრო მეტ სეართაშორისო სტუდენტს.