პეტიციები

ონის რაიონი

2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში მიწისძვრის გამო დაზარალებული 830 ოჯახი დღემდე ვართ უყურადღებოდ მიტოვებულები. ცხოვრება ყოველდღიურ რისკთანაა დაკავშირებული.ისედაც დაცლილი სოფლები ზაფხულშიდაც ვეღარ ივსება საცხოვრებლი სახლების ავარიულობის გამო. ონის რაიონი სასაზღვრო ზონაა. მაცხოვრებლები კი დღითიდღე აკლდება რაიონს. გვჭირდება გადაუდებელი დახმარება საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.რაიონს ამის შესაძლებლობა არ გააჩნია.არც ჩვენ გვაქვს საჭირო თანხები.ერთადერთი იმედია მთავრობის გადაწყვეტილება ბიუჯეტიდან თანხების გამოსაყოფად სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებისათვის. მე ვარ სოფელ ნაკიეთიდან.ონის რაიონის გამგეობის ''მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერის'' კომისიის გადაწყვეტილებით ჩემს სახლს მიენიჭა პირველი კატეგორია,როგორც საცხოვრებლად საშიში და საექსპლუატაციოდ უვარგისი კატეგორია.ვითხოვ ეს საკითხი განხილულ იქნას მთავრობის სხდომაზე. მიიღონ გადაწყვეტილება, თუნდაც უარი დახმარებაზე.დღემდე ღვთის ანაბარად მიტოვებულებს გვეცოდინება მაინც რომ მათგან სიკეთეს არ უნდა ველიდეთ! ... 830 დაზარალებული ოჯახის სახელით, გთხოვთ დ ა გ ვ ე ხ მ ა რ ე თ.....

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 28 / 10000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 22 თებერვალი 2018
ავტორი: ნუგზარი ჩალაძე