მიგვაჩნია, რომ ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების გამარტივების მიზნით, უნდა გაერთიანდეს ერთიდაიგივე შინაარსის მატარებელი ორი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები. ორი დოკუმენტის გაერთიანება შეამცირებს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალის (RS.GE) ტვირთს, ასევე შეამცირებს მეწარმე სუბიექტების შეცდომების რისკს და შესაბამისად გადასახადის გადამხდელთა ჯარიმებს.