პეტიციები

ტაქსის დაკანონება

დღეისათვის საქართველოში მრავალია ადამიანი არის დასაქმებული ტაქსის მძღოლობით, თუმცა მათ არა აქვთ არანაირი ვალდებულება აღებული სახელმწიფოს წინაშე. ისინი ყველაზე მეტს სარგებლობენ გზებით და მათი ავტომობილები ყველაზე მეტ გამონაბოლქვს გამოყოფენ. შესაბამისად აუცილებელია შესაბამისი სტანდარტების დაკანონება და ტაქსის მძღოლების ლიცენზირება, ამისათვის უნდა იქნას მიღებული სპეციალური კანონი, რომელშიც გაიწერება: - გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ტაქსის იურიდიული კომპანიები და ინდივიდუალურად დასაქამებულები; - ტაქსის იურიდიულ კომპანიებს ვალდებულებად განესაზღვროვთ კონკრეტული რაოდენობის ავტომობილების პარკის არსებობისას ადაპტირებული ავტომობილის ქონა; - ტაქსის მძღოლების ავტომობილებისათვის განისაზღვროვს ტექსნიკური მოთხოვნების უფრო მაღალი სტანდარტი ვიდრე ეს ჩვეულებრივ ავტომობილებზეა; - ტაქსის მძღოლებს სატაქსაო ავტომობილში აეკრძალოთ სიგარეტის მოწევა; - ტაქს ავტომობილებზე ვალდებულების სახით დამონტაჟდეს წითელი (ანთებულია როცა დაკავებულია) და მწვანე (ანთებულია როცა თავისუფალია) შუქები; - ტაქსის მძღოლებისთვის დაწესდეს შესაბამისი გადასახადი 20% რაოდენობით (საშემოსავლო) ან დაწესდეს სხვა სახის მოსაკრებელი; - ტაქ ავტომობილში ღიად იყოს გამოქვეყნებული შესაბამის ლიცენზია, მძღოლის სახელი და გვართან ერთად; მიღებულ იქნეს სხვა დამატებით ყველა ის წესი და კანონი, რომელიც აუცილებელია ტაქსით მოსარგებლე მოსახლეობის უსაფრთხოებისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 9 / 10000
კატეგორია:: ეკონომიკა, სოციალური საკითხები, უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 04 მაისი 2018
ავტორი: რატი ბახტაძე