ჩვენ, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, როგორც ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის კოლოსალური გამოცდილებისა და უნიკალური ექსპერტული ცოდნის მქონე დაინტერესებულ მხარეს (stakeholder-ებს), მნიშვნელოვნად მიგვაჩნია „ახალგაზრდული სააგენტოს“ ისევ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში დატოვება და ვთვლით, რომ იგი არ უნდა შეუერთდეს არც ერთ სამინისტროს. „კულტურისა და სპორტის სამინისტროში“ ახალგაზრდობის კომპონენტის გაერთიანება უკვე ნაცადი ხერხია, რომელმაც არ გაამართლა. ახალგაზრდობის სფერო კროს-სექტორულია (სექტორთაშორისია) და სათანადო პოზიციონირებას საჭიროებს ცალკე არსებული სტრუქტურის სახით და მისი, როგორც კროს-სექტორული სფეროს ფუნქციონირება და ეფექტიანობა პრინციპული საფრთხის ქვეშ დგება, თუ კი იგი რომელიმე სამინისტროში გაერთიანდება. პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი „ახალგაზრდობის სააგენტო“ იქნება ახალგაზრდული პოლიტიკის შემქმნელი (POLICY MAKER-ი) და მისი დამოუკიდებელი სტრუქტურის სახით არსებობა მნიშვნელოვნად გააადვილებს სხვადასხვა სამინისტროების მიერ განსახორციელებელი ახალგაზრდული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაზე მონიტორინგს. თუკი გაღელვებს საქართველოში ახალგაზრდული სფეროს განვითარება, გთხოვ, დაგვეხმარე! 😊 თავადაც მოაწერე ხელი პეტიციას და მხარდაჭერა სთხოვე შენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სხვა კარგ ადამიანებს 😊 #გაგვითვალისწინეთახალგაზრდულისექტორიც! #ჩვენვარსებობთ! #არაფერიჩვენშესახებჩვენგარეშე!