პეტიციები

დახმარება სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებს!

მოგეხსენებათ პანდემია,უტრანსპორტობა,სამსახურების დაკეტვა ან ონლაინ რეჟიმზე გადასვლა პირდაპირკავშირშია სილამაზის სალონების სფეროსთან.უსახსრობის გამო,არათუ მომხმარებელი,მომსახურე პერსონალიც ვერ მოდის სალონამდე.დავდექით უდიდესი პრობლემის წინაშე,იმის გამო,რომ გვქვია,რომ ვმუშაობთ,(არ დავკეტილვართ)სახელმწიფოსგან ვერ ვიღებთ ვერანაირ დახმარებას.გვაქვს ფართის იჯარა,ბანკის კრედიტი,გაზრდილი კომუნალურები,რასაც ვერ ვიხდით.ეს ყველაფერი გავაჟღერეთ ტელევიზიითაც,თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.ტრანსპორტის ამუშავების შემთხვევაშიც,იმდენად გაიზარდა კომუნალურები,რომ მოგება არ დაგვრჩება,რადგან ფასის მატება,გამოიწვევს არსებული მომხმარებლების დაკარგვას.არავინაა სილამაზის სალონების ბიზნესის მიმხედავი.ვერ გადარჩება ეს ბიზნესი და დარჩება უამრავი უმუშევარი.უკვე დაიკეტა უამრავი სალონი.ამიტომ ვითხოვთ:1.საბანკო სესხების სუბსიდირებას ან გაყინვას .2.გაზრდილი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს.3.საშემოსავლო გადასახადის შეჩერებას პანდემიის პერიოდში.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 23 / 5000
კატეგორია:: ფინანსები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 13 იანვარი 2021
ავტორი: ელენე პაიჭაძე