პიროტექნიკის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ამას ადასტურებს ახალი, 2021 წლის სტატისტიკა - 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით უკვე დაშავდა 81 ადამიანი. ანალოგიური სურათია ყოველ წელს - 2018 წელს წელს, საახალწლო პიროტექნიკით, საქართველოში 111 ადამიანი დაშავდა, მათგან 21 ბავშვი იყო. ზოგ ბავშვს ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია და დასჭირდა ამპუტაცია! სტატისტიკის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში შემოტანილი პიროტექნიკის რაოდენობა იზრდება (ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები და ა.შ). ეს ფაქტი მით უფრო საგანგაშოა, რომ საქართველოში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე. უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების დროს მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. ასაფეთქებლებსა და სხვა პიროტექნიკას აფეთქებენ აივნებზე, ქუჩებში და საჯარო თავშეყრის ადგილებში, სადაც ხდება უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა. ამის გამო განსაკუთრებით დიდი ზიანი ადგება მათ გარშემომყოფი ადამიანების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას; ზიანი ადგება გარემოს და ეკოლოგიას, რადგან არაპროფესიონალების მიერ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰაერში იფრქვევა მავნე და ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს. პიროტექნიკას (ასაფეთქებლებს, შუშხუნებს, ფოერვერკებს და სხვა) უნდა იყენებდნენ მხოლოდ პროფესიონალები, დღის კონკრეტულ მონაკვეთში, კანონით განსაზღვრულ დროს და სპეციალურ, სრულიად დაცულ გარემოში და მუნიციპალური სამსახურების ზედამხედველობის ქვეშ. მოვითხოვთ პირიტექნიკის გაყიდვების აკრძალვას. საქართველოში არ კმარა ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენაზე მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვების დაწესება. დაბალი სამოქალაქო თვითშეგნების, არაინფორმირებულობისა და არაკომპეტენტურობის გამო სამოყვარულო დონეზე გამოყენებული პიროტექნიკა გვიქმნის საფრთხეს ჩვენ და ჩვენ შვილებს! გვაზარალებს ეკონომიკურად, რადგან ჩვენი უძრავი და მოძრავი ქონება არ არის დაზღვეული და არის განადგურების რისკის ქვეშ.