პეტიციები

გაიზარდოს სებ-ის ფულის მუზეუმის მიერ გასაყიდად გამოქვეყნებული "მეფე ერეკლე II" საკოლექციო დანიშნულებით მოჭრილი ოქროსა და ვერცხლის მონეტების მოჭრის რაოდებნობა.

მოგესალმებით, პირველრიგში მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის. მოგახსენებთ რომ 2020 წლის 28 დეკემბერს თბილისის დროით 10:00-ზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მისივე პორტალის - ფულის მუზეუმის ვებსაიტის (https://moneymuseum.nbg.gov.ge) საშუალებით გამოაქვეყნა ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტები სერიიდან "საქართველოს მეფეები" სახელად "მეფე ერეკლე II" სადაც წარმოდგენილი იყო 2(ორი) მონეტა 1."მეფე ერეკლე II" საკოლექციო დანიშნულების ოქროს მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები" *ნომინალი: 5 ლარი *შემადგენლობა: Au900 *წონა: 8.5 გრ *დიამეტრი: 25 მმ *წიბო: გლუვი *ხარისხი: პრუფი *გამოშვების წელი: 2020 *მოჭრის რაოდენობა: 300 ცალი *დიზაინერი: ლევან კაკიაშვილი *ზარაფხანა: ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანა სარეალიზაციო ფასი - 1690 ₾ 2."მეფე ერეკლე II " საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები" *ნომინალი: 5 ლარი *შემადგენლობა: Ag925 *წონა: 17 გრ *დიამეტრი: 34 მმ *წიბო: გლუვი *ხარისხი: პრუფი *გამოშვების წელი: 2020 *მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი *დიზაინერი: ლევან კაკიაშვილი *ზარაფხანა: ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანა სარეალიზაციო ფასი - 100 ₾ აღნიშნული მონეტების რეალიზაცია გეგმის მიხედვით დაიწყო ზემოთ აღნიშნულ დროსა და თარიღზე. მოგახსენებთ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტების რეალიზაცია მოახდინა ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით. დღეს-დღეობით არსებული გასათვალისწინებელი პანდემიური ვითარების გამო. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ არსებული მონეტის რეალიზაციის პროცესი ონლაინ-მაღაზიის საშუალებით არ(!) მიმდინარეობდა დაგეგმილ რეჟიმში. ამის სავარაუდო მიზეზი გახლდათ ის ტექნიკური გაუმართაობა რომელსაც ვებსაიტი განიცდიდა გაზრდილ "ვიზიტორთა" რაოდენობით. კერძოდ ვებსაიტზე განთავსებული მონეტების რეალიზაციის პროცესის დაწყების თანავე მომხმარებლების უმრავლესობამ ვერ შეძლო მონეტების "კალათაში" დამატება შემდგომი შეძენის მიზნით. ეს პრობლემა მონეტების "ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ნაშთის" რაოდენობის ამოწურვამდე გაგრძელდა. უფრო დეტალურად რომ ვთქვათ მონეტების შეძენის მსურველების უამრავ რაოდენობასთან არსებული ტექნიკური გაუმართავობის გამო ღილაკზე "კალათაში დამატება" არ ფუნქციონირებდა მის გვერდით კი მუდმივად(!) იყო მითითება"*პროდუქტი არ არის გაყიდვაში" ამავედროს კი "ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ნაშთი:" სწრაფად იკლებდა(ოქროს მონეტის შემთხვევაში) 300-დან ქვევით. რამოდენიმე წუთის შემდეგ კი როგორც მოსალოდნელი იყო "ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ნაშთი:" გაუტოლდა 0(ნულს) ხოლო მონეტების ამსახველ ფოტოებზე ინტერნეტ-მაღაზიაში გამოჩნდა წარწერა "ტირაჟი ამოწურულია". არსებობს უამრავი ფოტო მტკიცებულება რომელიც ნათლად ადასტურებს და ასახავს ზემოთ აღნიშნულ ხარვეზებს. ფოტოები - https://ibb.co/jbgX1x8 https://ibb.co/d5GzYF7 https://ibb.co/v4W4X8S https://ibb.co/wC8YCQg https://ibb.co/Xx0Rfbd აქვე აღსანიშნავია რომ მიმდინარე ხარვეზისას ბევრმა მონეტის ყიდვის მსურველმა შენიშნა რომ "ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ნაშთი:" ზოგიერთ შემთხვევაში იზრდებოდა. მაგალითად: ვიხილეთ თუ როგორ მოიმატა რაოდენობამ 9 მონეტიდან 22 მონეტამდე და ასე შემდეგ. საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში არსებობს უამრავი ადამიანი რომელიც დაინტერესებულია ქართული ნუმიზმატიკითა და მონეტების შეგროვებით. ასეთი ადამიანების აბსოლიტური უმრავლესობა დაინტერესებულია თანამედროვე ქართული ვერცხლისა და ოქროს მონეტებით და მათი შეგროვებით. სამწუხაროდ ზემოთხსენებულმა ხარვეზმა საშუალება არ მისცა მოქმედ ნუმიზმატებს შეეძინათ საკოლექციო დანიშნულების "მეფე ერეკლე II" მონეტები. ასეთი ადამიანები კი ათობის ასია რომლებიც იმედგაცრუებულნი დარჩნენ მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ, ნუმიზმატებმა ერთიან იდეაზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა კონკრეტული პეტიცია კონკრეტული მოთხოვნებით. მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ! 1.გაიზარდოს მონეტების მოჭრის რაოდენობა- ვინაიდან მონეტის შეძენის მსურველი კიდევ ძალიან ბევრია. *"მეფე ერეკლე II" საკოლექციო დანიშნულების ოქროს მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები". გაიზარდოს მოჭრის რაოდენობა მიმდინარე - 300(სამასი)-დან 800(რვაასი)-მდე. *"მეფე ერეკლე II " საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები". გაიზარდოს მოჭრის რაოდენობა მიმდინარე - 1500(ათას ხუთასი)-დან 2500(ორი ათას ხუთასი)-მდე. ***დამატებითი მონეტების მოჭრის რაოდენობა შესაძლებელია იყოს მოთხოვნილისაგან განსხვავებული, მონეტების მოჭრის რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს ეროვნული ბანკი-ს მთავარმა წარმომადგენელმა. საქართველოს ეროვნული ბანკი-ს ვებსაიტიდან მოპოვებული სტატისტიკით მონეტების მყიდველთა(ვიზიტორთა) რაოდენობაზე დაყრდნობით. ***მონეტების რეალიზაცია მოხდეს საქართველოს ეროვნული ბანკი-ს ფულის მუზეუმის ვებსაიტზე მხოლოდ და მხოლოდ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში! ან ***ტრადიციულად საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის მეშვეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და რეგულაციების, სოციალური დისტანცირების მეშვეობით. ***მონეტების სერიიდან "საქართველოს მეფეები" სამომავლო მონეტების მოჭრის სტანდარტად დაწესდეს ზემოხსენებული რაოდენობები: *ოქროს მონეტებისთვის - 800 ცალი. *ვერცხლის მონეტებითვის -2500 ცალი. ***მოთხოვნილი პეტიციის დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალი მონეტების რეალიზაციის დროდ განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული გონივრული ვადა. ზემოაღნიშნული პეტიციის სავარაუდო დადებითი შედეგები: 1.მონეტების რაოდენობის გაზრდა საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუტანს მეტ ბრუნვას/შემოსავალს. 2.დაკმაყოფილდება მონეტების ყიდვის მსურველთა უმრავლესი ნაწილი. 3.გახდის მონეტების გაყიდვას უფრო ლიქვიდურს. 4.გაიზრდება ნუმიზმატიკის პოპულარიზაცია ვინაიდან ბაზარზე არსებული იქნება მეტი მონეტა, გამოიწვევს ქვეყანაში ნუმიზმატების მომრავლებას და კოლექციონერთა კულტურის ზრდას. 5.ავირიდებთ თავიდან მონეტების არაჯანსაღ ზრდას ღირებულებაში და შევინარჩუნებთ სტაბილურ ნუმიზმატურ მარკეტს. დიდი მადლობა! ქართველი ნუმიზმატების სახელით -საბა გაგოშიძე. 28/12/2020

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 8 / 10000
კატეგორია:: კულტურა,
ვადა: 12 დღე
შექმნის თარიღი: 30 დეკემბერი 2020
ავტორი: საბა გაგოშიძე