მოცემულობა: .ქართული სახელმწიფო მიისწრაფვის ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. პრობლემა: .მოქალაქეები ლარის კურსის ხშირი ცვალებადობის გამო განიცდიან ფინანსურ დანაკარგს; .მთავრობა ხშირად კრიტიკის ადრესატი ხდება ლარის დევალვაცია-გაუფასურების გამო, რაც ისედაც მყიფე პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. არსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" და მისმა ლიდერებმა ოფიციალურად განაცხადეს და მიზნად დაისახეს 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენა, რაც ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პროექტთან სრულ ტანხვედრაშია და იმედს ვიტოვებთ, რომ სატანადო მხარდაჭერას ჰპოვებს. სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 18 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 4,5 მილიარდი ევროა, რაც დიდ სავალიუტო რესურსს არ შეადგენს. მოსახლეობა ვისაც გააჩნია დანაზოგის შექმნის პოტენციალი, როგორც წესი მყარ ვალიუტაში დოლარსა და ევროში ახდენს თანხის კონვერტაციას. უპირატესობები და გამოსავალი: . ლარის ამოღება უნდა მოხდეს ეტაპობრივად შემდეგი სქემით, პირველი წელი (2021) განხორციელდეს ლარის მასის 50% შემცირება და ევროთი ჩანაცვლება, აგრეთვე იმავე წელს დადგინდეს ერთიდაიგივე წესი ევროსა და ლარის მომოქცევისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.) დაქირავებულს მიეცეს უფლება მოითხოვოს ანაზღაურება სასურველ ვალუტაში (ევრო, ან ლარი); ყოველ მომდევნო წელს ლარის ემისია გაიზარდოს 30% სანამ მისი ამოღება არ შეადგენს 90% და შესაბამისად 90% ევრო და 10% ლარის (სამიმოქცევო, საიუბილეო და ნუმიზმატური კუპიურების სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი). .ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა ეცნობოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესახებ და ეთხოვოს გარკვეული სავალუტო ქვოტა და შეღავათები დააწესოს საქართველოსთვის. 17 დეკემბერი 2020 წელი