პეტიციები

სოფელი ასურეთის (ე.წ. ასურეთის აგარაკების) წყალმომარაგება და გაზიფიცირება

შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმპმარაგების კომპანიის მიერ 2020 წლის 20 ოქტომბერს გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი #NAT200016228 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის -15 სოფლის (მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი და ასურეთი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. სატენდერო პირობებში გათვალისწინებულია სოფელი ასურეთი, თუმცა როგორც შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმპმარაგების კომპანიაში განგვიცხადეს სოფელ ასურეთში არ მოიაზრება ე.წ. ასურეთის აგარაკები და შესაბამისად არ განხორციელდება ე.წ. აგარაკების წყალმომარაგება და საკითხის გადასაწყვეტად უნდა მივმართოთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს (რაც განვახორციელეთ რამოდენიმეჯერ). ე.წ. ასურეთის აგარაკები ეკუთვნის სოფელ ასურეთს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების ამონაწერებით. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პრემიერმინისტრს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინოსტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეოის სამინისტროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმპმარაგების კომპანიას გაითვალისწინონ რომ აგარაკები ეკუთვნის სოფელ ასურეთს და უზრუნველყონ ე.წ. აგარაკების წყლითა და გაზით მომარაგება.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 7 / 10000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება, ენერგეტიკა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 24 ნოემბერი 2020
ავტორი: გრიგოლი გურგენიძე