პეტიციები

მშვილდოსნობის განვითარებისთვის მშვილდისარის შეძენის უფლება

დღევანდელი კანონმდებლობით მშვილდისარი მიიჩნევა, როგორც სასროლი ცივი იარაღი, თუმცა არ არსებობს რეგულაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა მშვილდის და ისრების შეძენა და ჩამოტანა. აღნიშნული გარემოება აფერხებს მშვილდოსნობის რეკრეაციულ სპორტად ჩამოყალიბების საშუალებას. გთხოვთ, ჩამოყალიბდეს სპეციალური რეგულაცია, რომელიც შესაძლებელს გახდის მშვილდისრების შეძენას და რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენებას.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 5 / 10000
კატეგორია:: სპორტი,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 10 ნოემბერი 2020
ავტორი: დავით ლომაძე