პეტიციები

პანდემია ფორს-მაჟორია!

„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს“ პეტიცია ქვეყანა იმყოფება კორონა ვირუსითა და მთავრობის უუნარობით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისში. ამ ფონზე გადაუდებელი ამოცანაა, მოქალაქეებს შეუმსუბუქდეთ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობის უმეტესობას მძიმე ტვირთად აწევს საბანკო სესხები. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეთა გათავისუფლება საბანკო ვალდებულებების შესრულებისაგან. საყოველთაოდ აღიარებული განმარტების თანახმად, ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელია. პანდემია ნამდვილად წარმოადგენს ისეთ საყოველთაო ფორს-მაჟორულ გარემოებას, რომელიც იძლევა მოქალაქეთა საბანკო ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. ჩვენი მოთხოვნაა მოქალაქეები საბანკო ვალდებულებებისაგან გათავისუფლდნენ პანდემიის დასრულებამდე. ამდენად, ჩვენ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" და ქვემოთ ხელისმომწერნი საქართველოს მოქალაქეები, მივმართავთ მთავრობას, ფორს-მაჟორული მდგომარეობის - პანდემიის დასრულებამდე უზრუნველყოს: 1. ბანკების მიერ მოქალაქეებისთვის პანდემიის დაწყებამდე აღებულ სესხებზე დაგროვილი პროცენტების გაქვითვა; 2. აღნიშნულ სესხებზე დარიცხული ჯარიმების გაუქმება; 3. გამოაცხადოს მორატორიუმი მოქალაქეთა მიერ პანდემიამდე აღებული საბანკო ვალდებულებების შესრულებაზე.

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 31 / 10 000
კატეგორია:: ფინანსები, ეკონომიკა, სოციალური საკითხები,
ვადა: 5 დღე
შექმნის თარიღი: 10 ნოემბერი 2020
ავტორი: ბექა პეტრიაშვილი