პეტიციები

დაიშვას სტუდენტური პოლიტიკური ორგანიზაციები უნივერსიტეტებში

დღეის მდგომარეობით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრძალულია პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა. საქართველოს კონსტიტუციით სრულწლოვან მოქალაქეს აქვს უფლება, ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში, მათ შორის დააარსოს პოლიტიკური ორგანიზაცია. პოლიტიკური წრეების შექმნა ფართოდ გავრცელებულია ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში. საუნივერსიტეტო წლები ის პერიოდია, როდესაც ადამიანი თან უკვე სრულწლოვანია და თან, არ აქვს რა ჯერ ოჯახური ვალდებულებები და სრულგანაკვეთიანი მუდმივი სამსახური, შეუძლია, რეალური დრო და ენერგია დახარჯოს პოლიტიკურ აქტივიზმში. საუნივერსიტეტო სივრცეში ყველა კონსტიტუციური პოლიტიკური იდეოლოგიითა და პლატფორმით სტუდენტთა მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურისა და წიგნიერების განვითარებას, აამაღლებს მათს მოტივაციასა და ინტერესს პოლიტიკური პროცესებისადმი. მნიშვნელოვანია, მსგავსი ორგანიზაციები უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იქმნებოდეს სტუდენტთა თავისუფალი ნებით, ადმინისტრაციის მხრიდან თავისი რესურსის ბოროტად გამოყენების გარეშე მათ შორის ბალანსის დასარღვევად. ყველა მსგავს სტრუქტურას უნდა მიეცეს თანაბარი სადისკუსიო სივრცე უნივერსიტეტებს შიგნით. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, განიხილოს საუნივერსიტეტო სივრცეში ახალგაზრდების მიერ პოლიტიკური საქმიანობის დაშვების მექანიზმები და გაატაროს შესაბამისი ზომები აღნიშნულის უზრუნველსაყოფად.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 3 / 10000
კატეგორია:: განათლება, ინოვაციები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 19 ოქტომბერი 2020
ავტორი: ესმა გუმბერიძე