პეტიციები

კერძო სკოლების მშობელთა პეტიცია ონლაინ სწავლების წინააღმდეგ

გავერთიანდეთ სრულიად საქართველოს მშობლები ონლაინსწავლების წინააღმდეგ და დავაბრუნოთ ჩვენი შვილები საკლასო ოთახებში, რადგან ონლაინსწავლება არ არის გამოსავალი დღევანდელ ვითარებაში. მოგეხსენებათ რომ, განსაკუთრებით, კერძო სკოლები საკმაოდ მობილიზებულნი არიან დადგენილი რეგულაციების განხორციელებისთვის. საქმე ეხება ჩვენი მომავალი თაობის განათლებას, თუ გვინდა რომ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი, პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ შვილების განათლებაზე. რეგულაციების დაცვით და სასწავლო აქტივობების გონივრული დაგეგმვით შესაძლებელია ბავშვები დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში და ამგვარად ხელი არ შეეშალოს მათ ემოციურ, სოციალურ და გონებრივ განვითრებას. დიდად საყურადღებოა ჩვენი შვილების ფიზიკური, ემოციური ჯანმრთელობა, რასაც მნიშვნელოვნად აზიანებს საათების მანძილზე კომპიუტერის ეკრანთან ჯდომა (ქვეითდება მხედველობა, არასწორი ჯდომისას ზიანდება ხერხემალი, კლასელებთან და პედაგოგოებთან პირდაპირი კონტაქტის არქონისას რეგრესირდება მათი სოციალური უნარები, იქმნება ემოციური პრობლემები). განსაკუთრებით მკვეთრად ეს მდგომარეობა აისახა კარანტინის დროს წინა სასწავლო წლის განმავლობაში დამწყები კლასების მოსწავლეების მდგომარეობაზე. მოაწერეთ ხელი პეტიციას და მივაწვდინოთ ხმა განათლების სამინისტროს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით მეტად გაიგებენ ჩვენ ხმას.

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 6 / 10 000
კატეგორია:: განათლება,
ვადა: 5 დღე
შექმნის თარიღი: 29 სექტემბერი 2020
ავტორი: ნატალია იანჩუკი