პეტიციები

ყველა საჯარო სამსახურმა დასაქმებულს აუნაზღაუროს დეკრეტული შვებულება სრული ხელფასის სახით, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში! გახდეს სავალდებულო საჯარო სამსახურისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.

ყველა საჯარო სამსახურში უნდა მოხდეს დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 6 თვის ვადით, სრული ყოველთვიური ხელფასის სახით! დეკრეტული შვებულების ანაზღაურება გულისხმობს 6 თვის განმავლობაში ხელფასის გაცემას სრულად! დღესდღეობით საქართველოში დეკრეტული ანაზღაურება უმეტესწილად მოიაზრებს ერთჯერადად, სახელმწიფოს მიერ გაცემულ 1000 ლარს 6 თვის განმავლობაში. ხოლო, მთელი 6 თვე დეკრეტით მოსარგებლე პირს უწევს ანაზღაურების გარეშე ყოფნა. დეკრეტული შვებულების ყოველთვიური ხელფასის ანაზღაურება არ უნდა იყოს საჯარო სამსახურში უფროსის ნება-სურვილზე დამოკიდებული! სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაამტკიცოს კანონი დეკრეტული შვებულების ანაზღაურების შესახებ, სადაც ყველა საჯარო სამსახური ვალდებული იქნება დასაქმებულს აუნაზღაურდეს დეკრეტული შვებულება სრული ხელფასის სახით, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში!

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 4 / 10000
კატეგორია:: ფინანსები, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 29 სექტემბერი 2020
ავტორი: ქრისტინე კამლაძე