პეტიციები

საკრედიტო ამნისტია

როგორც მოვეხსენებათ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სარგებლობს საბანკო სესხებით. ამ სესხების უმრავლესობის უზრუნველყოფად საცხოვრებელი ბინებია გამოყენებული. პანდემიის დროს, საკუთარი ბიზნესის მქონე ხალხს გაუჩერდათ საქმიანობა, ხოლო დაქირავებულთა უმრავლესობა დაითხოვეს სამსახურებიდან და ორივე კატეგორია დარჩა შემოსავლის გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ ფულადი დანაზოგები თითქმის არავის გააჩნდა, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ყოველი მათგანი და მათი ოჯახები დადგნენ რეალური შიმშილის საფრთხის წინაშე. თუმცა შიმშილის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას კიდევ უფრო დიდი უბედურება ელოდება. საბანკო ვალდებულებების გამო, შესაძლოა ყოველმა მათგანმა დაკარგოს საცხოვრებელი. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამ პანდემიის დროს, სახელმწიფომ თავის თავზე აიღო მოსახლეობის საბანკო ვალდებულებების მომსახურება. მოვითხოვთ, ანალოგიურად დაგვიდგეს გვერდში ჩვენი ხელისუფლება და გაგვათავისუფლოს ბანკების მარწუხებისგან, რათა შემოსავლების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და მათი ოჯახები გადარჩნენ მასიურად "ქუჩაში გაყრას"

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 5 / 10000
კატეგორია:: სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 11 სექტემბერი 2020
ავტორი: კახაბერ მამალაძე