პეტიციები

დავეხმაროთ (სავსებით მოსალოდნელი) კარანტინის დროს უმუშევრად დარჩენილ თანამოქალაქეებს

მოგვეხსენება, რომ ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს სავარაუდოდ მოსალოდნელ კარანტინთან დაკავშირებული შეზღუდვები. მოსახლეობის ნაწილი შესაძლოა, კვლავ დარჩეს შემოსავლის გარეშე და ფაქტია, რომ ამ დროს, მთავრობის მიერ გაცემული ერთჯერადი და ერთგვარად სიმბოლური დახმარება საკმარისი არ არის. მოსახლეობის ზემოთხსენებულ ნაწილს როგორმე რომ დავეხმაროთ, კარგი იქნება, თუ დასაქმებულთა ხელფასებიდან ყოველთვიურად ჩამოჭრადი 20%-დან ნაწილი გადამისამართდება სპეციალურ სამთავრობო ფონდში, რომლის საქმიანობაც იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. ტექნიკურად სავსებით შესაძლებელია, რომ მოცემულ ფონდს ჰქონდეს საკუთარი ვებ-გვერდი, სადაც რეგისტრაცია შეეძლება შემოსავლის გარეშე დარჩენილ პირს, იქვე მოცემული იქნება დღის/თვის სტატისტიკა, თუ რა ოდენობის თანხა ჩაირიცხა, რამდენი ადამიანია დარეგისტრირებული, რა თანხა გადანაწილდა და ა.შ. ვფიქრობ ეს ინიციატივა ბევრ ადამიანს შეუმსუბუქებს ყოფას პანდემიის კარს მომდგარი რეციდივის პირობებში.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 6 / 10000
კატეგორია:: ფინანსები, სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 11 სექტემბერი 2020
ავტორი: მარიამ ხუციშვილი