პეტიციები

ძაღლის ყოლა ნებადართული გახდეს, მხოლოდ იდენტიფიკაცია-რეგისტრაცის პირობით

უპატრონო ძაღლების პრობლემა საქართველოშ წლიდან წლამდე არ გვარდება, არამედ კიდევ უფრო მწვავდება! საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე ქუჩაში ადამიანის უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელი გახდა ! ირღვევა ადამიანის უფლება! 15-20 ძაღლისგან შემდგარი ხროვები დადის ქუჩაში, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში! სტატისტიკის მიხედვით დღეში საშუალოდ 5 დაკბენილი ადამინი შედის გორის კლინიკებში! ბათუმში 2341 ადამიანი დაკბინა ძაღლმა 2019 წლის განმავლობაში! ირღვევა ძაღლების უფლებაც! აცოდავი,უპასუხისმგებლო პატრონისგან გამოგდებული ძაღლებიც ცოდონი არიან, იტანჯებიან და ადამიანებისთვისაც საფრთხის წყარო ხდებიან უნებლიედ. რამხელა თავშესაფარებიც არ უნდა ააშენოს სახელმწიფომ- არ იქნება საკმარისი! რადგან, ადამიანებს სამწუხაროდ არ აქვთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, აიყვანენ ძაღლს, არ მოეწონებათ და ქუჩაში უშვებენ! ამას კი სისტემატიური სახე აქვს! საჭიროა პრობლემის სათავის მოგვარება, პრობლემის სათავე კი არის ის, რომ ქუჩაში გაგდებული ძაღლის პატრონის იდენტიფიცირება ვერ ხდება და ისიც შესაბამისად არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს! ამიტომ, ვადგენთ პეტიციას და გვავქს უდიდესი იმედი, რომ - ძაღლის ყოლა გახდება ნებადართული მხოლოდ იდენტიფიკაცია-რეგისტრაცის პირობით (ეს პრაქტიკა წარმატებით არსებობს მსხილფეხა პირუტყვზე) ანუ, ძაღლი დარეგისტრირდება , გაუკეთდება მაინდენტიფიცირებელი "საყურე" და თუ მისი პატრონი ქუჩაში გამოაგდებს, იოლი გახდება მისი იდენტიფიცირება!

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 1 / 10000
კატეგორია:: უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 08 სექტემბერი 2020
ავტორი: ნინო კარელიძე