პეტიციები

აიკრძალოს ღამის საათებში მოტოციკლეტებით გადაადგილება აუტანელი ხმაურის გამო!

თბილისის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს ღამის საათებში აუტანელი ხმაური, რაც ძირითადად გამოწვეულია მოტოციკლეტების, ბაიკებისა და მოპედების ხმაურიანი გადაადგილებით. აღნიშნულ ტრანსპორტს ზოგადად და სიჩქარის მომატებისას აქვს ძალიან დიდი ხმა, რაც ღამის საათებში იწვევს აუტანელ ხმაურს. განსაკუთრებით დიდი ზიანი ადგება ბავშვების ჯანმრთელობას და ფსიქოლოგიას, როდესაც ამ ხმის გამო ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ეღვიძებათ, ეწყებათ შიშები. აუცილებელია ამ საკითხის მოგვარება და ღამის საათებში მსგავსი ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა, დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის დაკისრება და ა.შ.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 11 / 10000
კატეგორია:: ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოციალური საკითხები, უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 08 სექტემბერი 2020
ავტორი: ქეთევან გეგიაძე