პეტიციები

გამოიყოს უსაფრთხო სივრცე მცირე ზომის ძაღლებისთვის ვაკის პარკში

თბილისის მერს ბატონ კახი კალაძეს. ბატონო კახი, როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ქალაქის მერია აპირებს ვაკის პარკის რეაბილიტაციას. ვიცით, რომ კეთდება სივრცე, სადაც მოწყობილი იქნება ძაღლების სასეირნო ტერიტორია. ჩვენი ჯგუფი ხშირად ატარებდა შეხვედრებს ვაკის პარკში და იმის გამო, რომ სხვადახვა ზომის ძაღლების ერთად ყოფნის დროს, თავს იჩენს პრობლემები, როცა ადგილი აქვს დიდი ზომის ძაღლების პატარებზე თავდასხმას და ხშირად სასიკვდილოდ დაზიანებასაც, ვიყენებდით პარკის გაუქმებული შადრევნის ცარიელ ორმოს და ასე ვიცავდით თავს სხვა ძაღლებისგან. ახლა ეს საშუალება თავისთავად აღარ გვექნება და ეს პატარა არსებები დგებიან საფრთხის წინაშე. ამიტომ ჩვენ ჯგუფის სახელით მოგმართავთ თხოვნით, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი პრობლემა და პარკის რეაბილიტაციის პროცესში გამოყოთ შემოღობილი სივრცე მცირე ზომის ძაღლებისთვის, რათა ამ პატარებსაც ჰქონდეთ თავისუფლად სეირნობის საშუალება, წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით, ჯგუფი იორკშირ ტერიერი • GEO • Yorkshire Terrier (მეამბოხე იორკელები) (5680+ წევრი) და მასთან გაერთიანებული ყველა მცირე ზომის და დეკორატიული ჯიშის ძაღლების მეპატრონეები.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 48 / 10000
კატეგორია:: ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, კულტურა, სოციალური საკითხები, უსაფრთხოება, ინოვაციები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 31 აგვისტო 2020
ავტორი: რუსუდან ჯანელიძე