პეტიციები

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200 ლარიანი სოციალური დახმარება, მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით, გადაეცეთ ამავე ასაკის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების პირებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ არასრულწლოვნებს, რომელთაც არ შესრულებიათ 18 წელი, მშობლების ან/და დაინტერესებული კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით, სახლემწიფოს მხრიდან ერთჯერადი დახმარების სახით გადაეცემათ 200 ლარი. მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას , თუმცა ასევე გვაქვს ჩვენი მოსაზრება: აღნიშნული თანხა იმ ოჯახებისთვის, ვისაც საშუალო დონის შემოსავალი მაინც აქვს არ იქნება გადამწყვეტი მატერიალური თვალსაზრისით. აღარ ვლაპარაკობთ იმ ოჯახებზე, რომელთაც მაღალი ფინანსური სტატუსი გააჩნიათ. თუმცა, საქართველოში არის რიგი ოჯახებისა და დაწესებულებებისა სადაც ამგვარი დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ შემოვდივართ წინადადებით, იმ არასრულწლოვნების მშობლების ან/და კანონიერი წარმომადგენლების დასტურით, რომელნიც გადაწყვეტენ რომ მათი შვილების თუ მზრუნველობაში მყოფი პირებისთვის ჩასარიცხი თანხა მიემართოს სხვა არასრულწლოვნების დასაფინანსებლად, სახლემწიფომ გადაურიცხოს ასეთ პირებს, რომლებსაც ჩვენის ღმა რწმენით ადვილად და სამართლიანად განსაზღვრავს ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ კი მიგვაჩნია რომ ასეთი ოჯახები ან კანონიერი წარმომადგენლები ვის შვილებსაც ან მზრუნველობაში მყოფ პირებს უნდა გადაერიცხოთ დამატებითი თანხები არიან ოჯახები: განსაკუთრებული საჭიროებების მქონე არასრულწლოვნებით; დაბალი სოციალური სტატუსით (განურჩევლად იმისა თუ რამდენი ქულა აქვთ მინიჭებული); ვისაც პანდემიის დაწყების გამო ანუ ბოლო 2-5 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებია შემოსავალი; მარტოხელა სტატუსის მქონე მშობელი; მეორე მშობელი არის გარდაცვლილი; სოფლებში რეგისტრირებული და სხვა , სამინისტროს გადაწყვეტილებით. ამისათვის ტექნიკურად შეიძლება რეგისტრაციის დროს იყოს კიდევ ერთი გრაფა რომელზე თანხმობითაც გამოვხატავთ სურვილს და თანხმობას რომ ჩვენი შვილების და მზრუნველობაში მყოფი პირებისთვის გადასახდელი თანხები მობილიზდეს და გადანაწილდეს ჩამოთვლილ მოწყვლადი სტატუსის პირებზე.

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 2 / 10 000
კატეგორია:: სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 19 აგვისტო 2020
ავტორი: მარსი ლომთაძე