პეტიციები

მასიურ ვაქცინაციასთან და „კოვიდ 19“ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ მინისტრს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობის დასოციალური დაცვის მინისტრს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეძლო კორონა ვირუსის შეჩერება, რისთვისაც მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას. დაავადებისადმი სწორი მიდგომა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, გახდა სიკვდილიანობის და გართულებების მნიშვნელოვანი შემცირების წინაპირობა. მაგრამ, დღეს ვდგავართ ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიცაა არასაკმარისად გამოცდილი ვაქცინით მოსახლეობის მასიური ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობა ა.წ. 4 ივნისს, გლობალური ვაქცინაციის სამმიტმა მხარი დაუჭირა ვაქცინების გამარტივებული წესით დაჩქარებულ შექმნასა და ლეგალიზებას, მათი სწრაფი გამოყენების და რეალიზაციის მიზნით. ხელმომწერთა შორის იყო საქართველოს მთავრობაც. ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე მოქალაქეს აქვს 1 ან მეტი ქრონიკული დაავადება, მოსალოდნელია გართულებების მიღება და დაავადებების პროვოცირება. მოვითხოვთ, რომ საქართველოში გამოყენებული იყოს მხოლოდ ისეთი ვაქცინა, რომელიც იქნება გამოკვლეული ყველა დაწესებული საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ვაქცინაცია უტარდებათ ადამიანებს გარკვეული დაავადებების პრევენციის მიზნით. ამ პროცედურის უსაფრთხოებისათვის საჭიროა სათანადოდ იყოს გამოკვლეული და შესწავლილი ვაქცინის ეფექტურობა, მისი გრძელვადიანი გავლენა იმუნურ სისტემაზე და პოტენციური როლი ქრონიკული დაავადებების განვითარებასთან მიმართებაში. მასიური ვაქცინაციის დროს შეუძლებელია ინდივიდუალური რისკების შეფასება, რასაც ხშირ შემთხვევაში გაუთვალისწინებელი შედეგები მოსდევს. ბოლო 30 წლის განმავლობაში, საერთაშორისო საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი კორონოვირუსების საპრევენციო ვაქცინის შექმნის არაერთი უშედეგო მცდელობა და სავალალო შედეგები. ამიტომ მეცნიერები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან კოვიდ-19 ს ვაქცინის დაჩქარებული წესით შექმნის და გამოყენების საკითხს. ბოლო წლებში ადმინისტრირების შედეგად გამოვლენილია 250 000 დეფექტური ვაქცინა ჩინეთში, ადგილობრივი კომპანიის ტრაგედია პოლიომიელიტთან დაკავშირებით, პარალიზების და სიკვდილის 450 000 შემთხვევა ფილიპინებში, დაზარალებულები ინდოეთში, კერძოდ დენგში. აღნიშნული ნეგატიური შემთხვევები მიუთითებენ იმაზე, რომ სერთიფიცირების გამარტივება ტრაგიკულად არათავსებადია ვაქცინების უსაფრთხოებასა და/ან ეფექტურობასთან. დღის წესრიგში დგება ახალი სტანდარტების შემუშავების აუცილებლობა, მაკონტროლებელი სისტემის გამკაცრება. ვაქცინების ტესტირება უნდა ტარდებოდეს როგორც ეროვნული, ასევე დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული ვაქცინების შენახვისა და ტრანსპორტირების დროს რაიმე ტიპის ტექნიკური ხარვეზი თუ ფალსიფიკაცია. ვაქცინაციის შედეგებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფომ და შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას უნდა წარუდგინონ სარწმუნო მონაცემები მისი კვლევების შედეგების, ეფექტურობისა და გამჭირვალობის შესახებ.მაგრამ დღეისათვის პასუხისმგებელმა პირებმა ხელი მოაწერეს სრულიად საწინააღმდეგოს: სერთიფიცირების გამარტივებას. საზოგადოებაში დაკარგული ნდობის აღდგენის მიზნით, მოვითხოვთ, რომ ყველა ვაქცინაზე, სანამ შესაბამისი ორგანოების მიერ გაიცემა რაიმე ტიპის რეკომენდაცია ან ნებართვა, , საზოგადოებას წარედგინოს შემდეგი ტესტირება-კვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: - ხანგრძლივი (სტანდარტული) კლინიკური გამოცდა, არამარტო ვაქცინების მწარმოებელი ფირმების, არამედ დამოუკიდებელი ორგანიზაციებიდან ; - ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე გრძელვადიანი (სტანდარტული) კვლევები, და არა „რამოდენიმე დღიანი“; -კანცეროგენობაზე; -ფერტილობაზე; (რეპროდუქციის უნარი) - ორსულობაზე გავლენა და ტესტი ნაყოფის განვითარებაზე; -მუტაგენობაზე; -ინერტული პლაცებოტესტირება; -კვლევები ვაქცინის უსაფრთხოებაზე ბავშვის ასაკთან შეფარდებაში. განსაკუთრებით ვითხოვთ კვლევებს კომბინირებული ვაქცინების და კოვიდ-19-ის ვაქცინის ერთდროულად გამოყენების შედეგების შესახებ, როგორც გეგმიური, ასევე სეზონური გრიპის და პნევმოკოკის შემთხვევაში. როგორც წესი, კვლევების უმრავლესობა ტენდენციურია და ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, რადგანაც ლიცენზირებამდე კვლევები ძირითადად ტარდება ვაქცინის მწარმოებლის მიერ, რომელსაც აქვს ბიზნეს ინტერესი. აუცილებელია დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა ვაქცინებთან დაკავშირებული დასკვნებისა და რეკომენდაციების გაცემის დროს და ასევე ვაქცინაციის პოლიტიკის განსაზღვრისას. თუ „ჯანმო“ და ჩვენი მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, წინასწარ შერჩეული (პრეკვალიფიკაციით) ვაქცინების უსაფრთხოებაზე, მაშინ ასევე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ვაქცინებით ჩატარებული ვაქცინაციის შესაძლო გართულებებზე. მთელი მოსახლეობის იძულებითი ვაქცინაციამ ვაქცინით, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის საკმარისად გამოცდილი, არის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და იძულებითი აპრობაცია. ეს ადამიანის უფლებათა დარღვევაა, რაც ეწინააღმდეგება: • ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციას; • საქართველოს კონსტიტუციას; • ნიუნბერგის კოდექსს; • ადამიანის უფლებათა დაცვის პაქტს; • ევროკავშირის ადამიანის უფლებების ძირითად ქარტიას; • ბავშვთა უფლებების გაეროს კონვენციას; • სამედიცინო სფეროში ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციას; • ბიომედიცინაში ადამიანის უფლებების კონვენციას; • პაციენტის უფლებების ევროპული ქარტიას; • გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს; • ჟენევის „ მსოფლიოს მედიკოსთა ასოციაციის“ ასამბლეაზე მიღებულ 1948 დეკლარაციას; • საქართველოს კანონს „პაციენტის უფლებების შესახებ“; • სხვა საერთაშორისო ნორმატიულ აქტს და აღიარებულ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა უნდა მოხდეს მხოლოდ ადამიანის ან მისი მეურვის „ინფორმორებული თანხმობით“, რაც გულისხმობს იმას, რომ ის უნდა იყოს გაფრთხილებული ნებისმიერი მოსალოდნელი რისკების შესახებ და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შესახებ. საერთაშორისო ნორმები და ადამიანის უფლებების დაცვის აღიარებული პრინციპები კრძალავენ ადამიანის ნებართვის გარეშე სამედიცინო ჩარევას, ვაქცინაციას, ექსპერიმენტების ჩატარებას. მოვითხოვთ: ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა ვაქვინაციასთან დაკავშირებულ რისკებზე, მინიმუმამდე დაიყვანოს ეს რისკები და უზრუნველყოს ნებაყოფლობითი ვაქცინაცია სრული „ინფორმირებული თანხმობის“ საფუძველზე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სამედიცინო სისტემისა და ვაქცინაციისადმი საზოგადოების ნდობის აღდგენა.

სტატუსი: დადასტურებული და გამოქვეყნებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 3 / 10 000
კატეგორია:: ჯანდაცვა,
ვადა: 21 დღე
შექმნის თარიღი: 24 ივნისი 2020
ავტორი: შორენა შანიძე