პეტიციები

უფასო Ski Pass ყველას! - ზამთრის სეზონის აქცია!

უფასო Ski Pass ყველას! - ზამთრის სეზონის აქცია! ექსტრაორდინალური სიტუაციები ექსრაორდინალურ გადაწყვეტებს მოითხოვს! როგორც ყველასთვის ცნობილია 2019-2020 წლის ზამთრის სეზონი მძიმე გამოდგა იქ დასაქმებული ადამიანებისთვის და მათზე დამოკიდებულ ოჯახებისთვის, რადგან წყლის მიწოდების შეფერხებამ ბევრი შემოსავლის გარეშე დატოვა. ახლა პანდემიური მოვლენები და ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია მომავალ ზამთრის სეზონსაც ჩავარდნით ემუქრება რაც ზედიზედ ორი პრობლემური წელი იქნება ამ ინდუსტრიაში ჩართული განთავსების ობიექტებისთვის, HORECA თუ სხვა თვითდასაქმებულებთათვის. შესაბამისად, ამ იდეაზე ხელმოწერით შენ მხარს უჭერ: “ერთი სეზონის მანძილზე, 2020-2021 სეზონზე, ერთჯერად ტურიზმის მასტიმულირებელ აქციას: უფასო Ski Pass ყველას! რაც პრაქტიკაში ნიშნავს რომ საქართველოში ჩამოსული თუ ადგილობრივი ყველა დამსვენებელი უფასოდ შეძლებს ზამთრის სეზონზე გამოიყენოს კურორტების ლიფტები, რაც დიდ კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს ამ ინდუსტრიას და იქ დასაქმებულ ხალხს, სხვა - უფრო ცნობილ კურორტებთან შედარებით, რომლებიც ცხადია - თვითონაც მიიღებენ ბევრად მასშტაბურ ზომებს. გადაარჩინე საქართველოს მშპ და ხელმოწერის მერე, გაუგზავნე ბმული სხვასაც!

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 3 / 10000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება, ეკონომიკა, სპორტი,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 24 ივნისი 2020
ავტორი: ბექა zakaidze