პეტიციები

ორ და მეტ შვილიანი ოჯახების გადაადგილება

პეტიცია შედგენილია იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებსაც ყავთ ორი ან მეტი შვილი და ვერ გადაადგილდებიან, რადგან კანონი არ იძლევა მანქანით სამ ადამიანზე მეტის გადაადგილების უფლებას. დღეს-დღეობით მრავალი ოჯახია ორ და მეტ შვილიანი, მათ არ აქვთ საშუალება გადაადგილდნენ ორი მანქანით, გასათვალისწინებელია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, მათ ესაჭიროებათ ქალაქში/სოფელში დაბრუნება. მრავა ოჯახს სურს მცირეწლოვანი ბავშვები ქალაქგარეთ გაიყვანოს, ამის აუცილებლობას ამტკიცებენ პედიატრები, რადგან მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობისათვის უდაოდ საჭიროა ჰაერის შეცვლა, მზის სხივი "დ ვიტამინის" გამომუშავებისათვის, იოდის ბუნებრივი მარაგი საქართველოს ზღვისპირა ქალაქების დახმარებით და ა.შ მრავალშვილიანი მშობლები გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა, პედიატრების რჩევბი ჩვენი შვილების ჯანმრთელობის შესახებ და გამონაკლისის სახით მრავალშვილიან ოჯახებს მოგვცეთ ერთი მანქანით გადაადგილების უფლება. საჭიოების შემთხვევაში მშობლებმა იქონიონ ბავშვების დაბადების მოწმობები.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 3 / 10000
კატეგორია:: სოციალური საკითხები,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 25 მაისი 2020
ავტორი: ანა ამირიძე