პეტიციები

შეცვალეთ ნატახტარი-ჟინვალის ავტობანის პროექტი

ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელმომწერები, ვაპროტესტებთ ჟინვალი-ნატახტარის დაგეგმილი ავტობანის პროექტს, რომელიც გაივლის სოფლებში: ჭოპორტი, აბანოსხევი, ბულაჩაური და ქუბრიაანთკარი და მოვითხოვთ, მთავრობამ დაუყოვნებლივ შეცვალოს ავტობანის პროექტის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. დაგეგმილი ოთხზოლიანი ავტობანის მშენებლობა საფრთხის ქვეშ აყენებს იშვიათ ეკოსისტემას და უნიკალურ ლანდშაფტს. განადგურება ემუქრება მშენებლობის ზონაში არსებულ სოფლებს და საუკუნეების მანძილზე აქ განვითარებულ სოფლის მეურნეობას, უნიკალურ აგროკულტურებს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დაბინძურების რისკის ქვეშ დგება თბილისის სასმელი წყალიც. ავტობანის მშენებლობით გამოწვეული ზიანის მასშტაბი უზარმაზარი, შეუქცევადი და მრავალმხრივი იქნება! მხოლოდ რამდენიმე მათგანის დასახელებაც კი საკმარისია შემაშფოთებელი პროგნოზისთვის: - ქვემო არაგვის ხეობაში განთავსებული სასოფლო სამეურნეო მიწები ძლიერ დაბინძურდება; - ხეობაში მოისპობა ეკოფერმერობის პერსპექტივა. განადგურდება ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში (EU, Oxfam და სხვა …); - სრულად განადგურდება ხეობის სოფლები. ავტობანი არა მხოლოდ შუაზე გახლეჩს სოფლებს, არამედ მათ ჩაუკეტავს მდინარე არაგვთან სოფლის მცხოვრებლებისთვის მისასვლელ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზას; - მომავალი მოესპობა მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას, მათ შორის, საერთაშორისოდ კლასიფიცირებულ კულტურა „ჭოპორტულას“ „Pink Choportula“ (ცნობილი ჭოპორტული პომიდორი); - უგუნურად გაიფლანგება ნოყიერი და სტრატეგიულად განლაგებული სასოფლო-სამეურნეო მიწები (40 კილომეტრი დედაქალაქიდან), რომელთა რაციონალურად გამოყენება მნიშვნელოვან დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შიდა წარმოება (შესაბამისად, ნაკლებად იქნება დამოკიდებული იმპორტზე); - განადგურდება არაგვის ხეობის ეკოსისტემა, რომელიც უნიკალურ ბუნებრივ გარემოს ქმნის მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნისთვის; - საგანგაშო საფრთხე შეექმნება თბილისის სასმელი წყლის დაბინძურებას. პროექტის მიხედვით, ავტობანი ახლოს (დაახლოებით 200 მეტრში) გაუვლის თბილისის სასმელი წყლის ღია რეზერვუარებს. ავტობანზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი, რეზერვუარების დაბინძურების აქტიური წყარო გახდება; - მთელ ხეობაში გადაგვარდება ლამაზი ლანდშაფტი და დაბინძურდება სუფთა გარემო. ეს კი არის ბუნების მოყვარული უამრავი ადამიანის მიზიდულობის წყარო, როგორც სოფლის მეურნეობის წარმართვის (neo-rural; ეკო პროდუქტების წარმოება), ისე - ბუნებაში დასვენების და ეკოტურიზმის მიზნით; ცხადია, აქ არჩევანის წინაშე დგას არა მხოლოდ არაგვის ხეობა, არამედ საქართველოს მომავალი: არჩევანი ხეობის მოასფალტებასა და უნიკალურ ბუნებას შორის, არჩევანი სატრანზიტო გზასა და ხეობის მოსახლეობას შორის, არჩევანი მოკლევადიან ფინანსურ დივიდენდებსა და ბუნებრივ მემკვიდრეობას (გრძელვადიანი მყარი დივიდენდები) შორის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ და აზიის განვითარების ბანკმა, დაუყოვნებლივ შეცვალონ ნატახტარი-ჟინვალის ავტობანის დაგეგმილი მარშრუტი. ქვემო არაგვის ხეობის მოსახლეობა (სოფლები: ჭოპორტი, აბანოსხევი, ბულაჩაური და ქუბრიაანთკარი). დამატებითი ინფორმაცია იხილეთ https://www.facebook.com/thearagvians/ *** CHANGE NATAKHTARI-JINVALI HIGHWAY PROJECT Please stand with the people of the Lower Aragvi Valley (Georgia) by signing this petition to demand that the Government of Georgia change the Natakhtari to Jinvali highway project which is slated to cross through the villages of Choporti, Abanoskhevi, Bulachauri and Kubriantkari. The planned four-lane highway project endangers a precious ecosystem and a unique landscape, jeopardizes the survival of the affected villages and their long-rooted farming culture, as well as compromises the quality of Tbilisi water supply. Some of the grave damages to be brought by the planned highway include: - Pollution of the fertile strip of arable land located near the riverbed of the Aragvi river - Death of dynamic rural villages engaged in the development of eco-agriculture and the beneficiaries of agriculture development programs (E.U, Oxfam…) - Demise of the affected villages by splitting each of them into two isolated parts, unable to function as one social structure. Most importantly, access to the river crucial to their rural and farming lives will be cut off. - End to the production of internationally classified tomato variety native to Choporti - Pink Choportula, and other high-quality agricultural products. - Waste of strategic arable land (located 40km away from the capital city Tbilisi) that is perfectly positioned to help secure the autonomy of Georgian food production. - Damage to the ecosystem: the wetlands formed by the river and the water reservoirs contributed to creating a micro-climate aggregating a precious flora and fauna - Compromising of the quality of Tbilisi Water Reservoirs that are located on these territories (the highway would be passing about 200 metres away from the reservoirs) - Degradation of the beautiful landscape and healthy environment valued by nature lovers, favoured for leisure by urban residents and elected for relocation by neo-rurals. As you understand, this is not only the Aragvi Valley’s future, but also the future of Georgia that is at stake here: a choice between the concreting of landscapes and the rural revival, between the road transit and the protection of inhabitants, between a largely damaged environment and a preserved sanctuary, between a short-sighted lucrative approach and a long-term vision that sets the territory and the quality of life as a standard for the development and identity of our country. We thus demand from the Government of Georgia (the initiator of the project) and the Asian Development Bank (the financer) to halt the project and save the Aragvi Valley. The Village Communities of the Lower Aragvi Valley (Villages of Choporti, Abanoskhevi, Bulachauri and Kubriantkari). For more information, visit https://www.facebook.com/thearagvians/

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 4 / 10000
კატეგორია:: გარემოს დაცვა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 27 მაისი 2020
ავტორი: გიორგი ხუციშვილი