პეტიციები

ერთად დავიცვათ რაჭა

ძვირფასო მეგობრებო! გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გასცა ნებართვა, დაიწყოს რაჭაში, მდინარე რიონზე, ონის ჰესების კასკადის მშენებლობა. მშენებლობაზე ნებართვა გაიცა 2020 წლის 17 მარტს, სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა "COVID 19"-ის პანდემიის პრევენციის მიზნით. მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობას შედეგად მოყვება: -4 ათასზე მეტი ხის მოჭრა; - მდინარე რიონის 21 კილომეტრის სიგრძის გვირაბებში მოქცევა, მათ შორის, გვირაბების მშენებლობა ბურღვა-აფეთქების მეთოდით, რაც ზრდის გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკებს, მით უფრო, მაღალი სეისმურობით გამორჩეულ და მიწისძვრით მნიშვნელოვნად დაზარალებულ რაჭის რეგიონში. გასათვალისწინებელია, რომ მშენებლობის ტერიტორიაზე მეწყერი აქტიურ დინამიკაშია.მდინარის რეჟიმის ცვლილება ზრდის სტიქიური მოვლენების საფრთხეს. საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი და სოფლები: სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი და გლოლა; მაღალია უწერას მინერალური წყლების და სხვა უნიკალური წყაროების დაკარგვის საშიშროება. რაჭა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას!!! არ დავუშვათ ჩვენი ულამაზესი კუთხის განადგურება!!! გავერთიანდეთ და დავიცვათ ეკოლოგიური კატასტროფისგან!!! გთხოვთ ყველა რაჭველს და არარაჭველს - მთელ საქართველოს, ყველამ ერთად გამოვუცხადოთ #არარაჭისკასკადს !!!

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 5 / 10000
კატეგორია:: რეგიონალური განვითარება, გარემოს დაცვა, კულტურა, უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 18 მაისი 2020
ავტორი: ანა ლობჯანიძე