პეტიციები

განახლდეს სასამართლო სხდომები და მიეცეთ უფლება მხარეებს ჩაატარონ პროცესები .

კორონა ვირუსის დადასტურებული პირველი შემთხვევის შემდეგ რიგი შეზღუდვები შეეხო უკლებლივ ყველა კატეგორიის ბიზნეს-საქმიანობასა თუ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს. ასევე მინდა აღვნიშნო ის ბრალდებულები და მათი უფლებები, რომლებიც რიგი გარემოებების გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით გარდა შემჭიდროვებული ვადებისა ,ყველა საქმე იქნა გადადებული გაურკვეველი ვადით. აქედან გამომდინარე ბრალდებულებს უწევთ გაურკვეველი ვადით ყოფნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოვითხოვთ გათვალისწინებულ იქნას ყველა ბრალდებულის უფლება და ყველა წესის და უსაფრთხოების დადგენილი ნორმების გათვალისწინებით მიეცეთ მხარეებს უფლება ჩაატარონ სხდომები .

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 1 / 10000
კატეგორია:: სოციალური საკითხები, უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 11 მაისი 2020
ავტორი: ლანა შიოშვილი