პეტიციები

ორბორბლიანი ტრანსპორტის დაცვა პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხისაგან

უპირველეს ყოვლისა დავიწყებ იმით, რომ ეს არა მხოლოდ ერთი სუბიექტის, (ჩემი ) არამედ ყველას პრობლემაა, ვინც სხვადასხვა მიზეზით სარგებლობს ორბორბლიანი ტრანსპორტით , ზოგი სამსახურამდე გადასაადგილებლად, სასეირნოდ , ზოგიც კი სამუშაოდ. ეს ყოველივე კი ხელს უწყობს ქალაქის განტვირთვას (ნაწილობრივ მაინც) ,ასევე მინდა ხაზი გავუსვა მისიას, ფუნქციასა და დანიშნულებას ,,დელივერი '' კომპანიების, რომელთა გარეშეც სახლში დარჩენა ალბათ კიდევ უფრო რთული იქნებოდა. მოუხედავად ამ ყველაფრისა ვფიქრობ სახელმწიფო ყველანაირი რეაგირების გარეშე გვტოვებს მაშინ როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება, არაა ალბათ არც ერთი შემთხვევა ,როდესაც პოლიციამ სათანადო რესურსი დაახარჯა ,რომელიმე კონკრეტული შემთხვევის გამოძიებას. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, დღემდე გამოძიება მიდის დამნაშავე ისევ დაუსჯელიაა, და ასეთი დამნაშავე ბევრია .... მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა ,შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაა ,რადგან ყოველდღიური პრაქტიკა მაჩვენებს ამ დაუსჯელობის სინდრომის შედეგებს , ვფიქროობ პოლიცია აბსოლუტურად უმოქმედოა ამ და მსგავსი შემთხვევების მიმართ , რა თქმა უნდა თუ უცხოეთის მოქალაქე არ ხარ და ჩვენი ქვეყნის იმიჯი არ დგება რისკ ქვეშ :)) ეს კი რათქმაუნდა ლოგიკურ ეჭვს ბადებს თუ რომელიმე კონკრეტული საქმის გახსნას დღეები სჭირდება რატომ ჭიანურდება ჩვეულებრივი მოქალაქეების შემთხვევაში ეს ყოველივე თვეებით და ზოგ შემთხვევაში წლობითაც (მაქვს მაგალითები) , ასევე ღრმად დარწმუნებულივარ პოლიციის მხრიდან, რომ ყოფილიყო აქამდე სათანადო ყურადღება ამ თემის მიმართ ამ რაოდენობის შემთხვევები არ გვექნებოდა. ალბათ ყველა მოპედის მძღოლისთვის მეგობრადაა ნაქცევი განცდა, როცა არიცი რომ გამოხვალ დაგხვდება თუ არა მოპედი, რომელიც შენი ფულით იყიდე და შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ასევე კიდევ ერთი კითხვა რაც მაქვს არის შემდეგი ახდენს თუ არა ეს ყოველივე დანაშაულებრივ პროვოცირებას ? და იღებს თუ არა პოლიცია ამაზე პასუხისმგებლობას საკუთარი უმოქმედობის გამო ?! ამ პეტიციის მიზანია მომავალში მაინც ავირიდოთ ეს ყველაფერი თავიდან, სახელმწიფო და შსს დაგვეხმარონ ამ ყველაფერში, რადგან ეს მათი ვალდებულებაა, მოვითხოვ გამკაცრდეს ზომები გახშირებულ ქურდობებთან დაკავშირებით და მოხდეს აქამდე არსებული საქმეების თავიდან გადახედვა , ასევე პოლიციამ საკმარისი დრო და ენერგია დაახარჯოს თითოეული საქმის შესწავლასა და გამოძიებას, და მოხდეს ამ უამრავი თაროზე ზემოდებული საქმის გამოძიება. ასევე საჭიროა ცვლილებები საგზაო მოძრაობასთანაც, რადგან უამრავი ,, მკვლელი " მძღოლია გზაზე და შემთხვევათა უმეტესობები ორბორბლიანი ტრანსპორტის მძღოლის დაზარალებით, დაზიანებით თუ ლეტალობით მთავრდება. ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ დავიტოვო იმედი, რომ ამ ყოველივეს გამოხმაურება მოჰყვება, რადგან ჩვენ ქვეყანას არ აქვს დიდი ხნის ისტორია ამ ტრანსპორტთან ურთიერთობის და არააა კულტურა საზოგადოებაში, ვფიქრობ სახელმწიფოს ჩართულობა ამ ყოველივეში უცილობლად დიდია , საჭიროა კომპეტენტურმა ადამიანებმა შეისწავლონ მთლიანად ეს სფერო (საჭიროების შემთხვევაში მიიღონ ჩვენგან რჩევები ) და შექმნან სამოქმედო გეგმა, სადაც დაცულად და უსაფრთხოდ შეგვეძლება მუშაობა , გადაადგილება და ა.შ

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 1 / 10000
კატეგორია:: უსაფრთხოება,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 04 მაისი 2020
ავტორი: ნიკა ოკინაშვილი