პეტიციები

არ მოჭრა ბზა! / ბზის ტოტების რეალიზაციის აკრძალვა

ტრადიციულად ბზობის დღესასწაულის მოახლოვებასთან დაკავშირებით აქტიურდება კამპანია " არ მოჭრა ბზა" ქვეყანაში არსებობს რეგულაცია,რომლის მიხედვითაც ტყეში ბზის მოჭრა,ამოძირკვა ან ფოთლების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.საჯარო სანქციების ოდენობა 500-დან -1000 ლარამდეა,ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარზე მეტია გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იქნეს მხოლოდ ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან ან კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან,რომლის რეალიზებაც უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობის საფუძველზე. ვფიქრობ,თუ გვსურს რეალურად გადავარჩინოთ მცენარე და კამპანია " არ მოჭრა ბზა" იყოს ეფექტური აუცილებელია დავუშვათ მხოლოდ ბზის ქოთნით გაყიდვა.რითიც თავიდან ავირიდებთ ბზის ტოტების ქაოტურ რეალიზაციას მეტროსადგურების თუ ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიიდან, რაც დღედღეობით კოვიდ 19-ს ინფექციის დროს განსაკუთრებით საყურადღებო და საფრთხილოა. თუ უფლებამოსილი პირები დაუშვებენ მხოლოდ ქოთნის ბზის რეალიზებას ,ამ ნაბიჯით ჩვენ ხელს შევუწყობთ ბზის გადარჩენას და მოხდება მოქალაქეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

სტატუსი: დაარქივებული
დარჩენილია ხმა
ხელმოწერები: 4 / 10000
კატეგორია:: გარემოს დაცვა,
ვადა: 0 დღე
შექმნის თარიღი: 13 აპრილი 2020
ავტორი: თეონა ბოგვერაძე